ბიჭები თსუ-დან

ჯერ არ ვიცი, რას დავწერ, მაგრამ უკვე მეცოდება ზოგადად თსუ-ელი ბიჭების იმიჯი, რადგან შეიძლება ზედმეტი მომივიდეს და ამ ხუმრობა ხუმრობაში ფეხქვეშ შემომეთელოს :დ

    არ ვიცი მხოლოდ ჩემთვის იყო ასე, თუ კიდევ ბევრი ფიქრობდა ჩემს მსგავსად, მაგრამ თსუ-ელი სტუდენტი ისე ჟღერდა… როგორც მაგალითად „ინტელიგენტი“ „ტვინითდატენილი“ „უსერიოზულესი“ „ზებუნებრივი“ „ციდანმოსული“ „გენია“ „მოვლენა“ მაგრამ ალბათ სანამ თავად არ გახდები მანამდე ვერც მიხვდები, რას ნიშნავს იყო თსუ-ელი. ამჯერად ბიჭებზე ვიტყვი ორ სიტყვას. ვეცდები მრავალფეროვანი გამომივიდეს  და ყველანაირი ტიპაჟი აღვწერო, რასაც მე შევხვედრილვარ და მოვსწრებივარ. ისევ გენიოსებით უნდა დავიწყო…

1) გენიოსები.. სახის ფართობის 4/5 პრიშიკებით რომ აქვთ დამშვენებული. სწავლის ჟინი რომ შიზოფრენიაში გადაეზარდათ წლების წინ და დღეს უკვე განუკურნებელნი არიან. სიარულზეც მარტივად იცნობთ.. ძირითადად გამხდარი, გაძალტყავებული ხალხია და დიდ ფარფატა შარვლებს ატარებენ. აჩქარებული ნაბიჯით დადიან და შეშინებული სახე აქვთ სულ. კიბეზე ასვლისას ოთხ საფეხურს ერთად აბიჯებენ, თითქოს დროის მოგებას ცდილობენო ასე. ყოველთვის წინა მერხზე იკავებენ ადგილს და მარტივი შესამჩნევია, რომ წინა მერხებზე ამდენ გოგოში ზის ერთი პრიშიკებიანი, უზარმაზარ ჩანთიანი, გამხდარი, ფარფალაშარვლიანი, თმებგადაკვაწნილი, შეშნებულთვალებიანი ბიჭი. ახლა აღარ შემხვედრიან, მაგრამ ადრე ხშირად ვხედავდი რომ ასეთები ყოველთვის მხარზე გადასაკიდ ჩანთას ატარებდნენ ( აი იაჰოვას მოწმეებს რომ აქვთ ისეთებს). ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ძალიან ბევრ გოგოს იცნობენ,მაგრამ არა ისეთ პონტში :დ შენ რომ იფიქრე მკითხველო.. უბრალოდ ედაქალებიან და სულ ეგაა..  ასეთ ტიპებს ძალიან უყვართ, როცა ლექტორს რაღაც ეშლება და ესენი უსწორებენ. გულის სიღრმეშ განდიდების მანიით არიან შებყრობილნი.. ჰგონიათ რომ ერთ დღეს ძალიან ბევრს მიაღწევენ და აი ამ „ერთ დღეს“ ელოდებიან. ამ „ერთ დღეზე“ ოცნებობენ მაშნ, როცა არ გადიან გარეთ გასართობად, არ დადიან თსუ-ს მოწყობილ წევულებებზე (ან თუ დადიან ყველაზე უპონტოდ არიან ხოლმე, ფხიზლები, თმაგადაკვაწნილები და ისე ცეკვავენ სადღაც ბნელ კუთხეშ თითქოს ვიღაც აძალებსო, თითქოს თავის თავს უმტკიცებს არ მერიდება ცეკვა რომ არ ვიცი და არ გამომდისო. კარგად რომ დააკვირდე შეამჩნევ, რომ თვალები აქვთ დახუჭული და ასე უფრო თამამები არიან)   ერთადერთი კარგი ის აქვთ რომ ასეთების დამსახურეებითაა FB-ჯგუფები სავსე კონსპექტებით, ესენი ამარაგებენ ერს.

2) აფერისტი-მაიმუნები… ბიჭები, რომლებასც უტყდებათ იმის აღიარება, რომ ბევრს მეცადინეობენ და მუდმივად ცდილობენ შეიქმნან უქნარა და უვარგისი ბიჭის იმიჯი. არ უნდათ აღიარონ, რომ ძალიან ბეჯითები არიან… რატომღაც უტყდებათ ამის აღიარება. მგონია, რომ არც უნდათ კარგად ისწავლონ, მაგრამ სახლში აძალებენ. ოჯახისწევრები, დედა.. განსაკუთრებით მამების რიდი აქვთ და მათგასახარებლად იკლავენ თავს. GPA 4 , 100ზე დახურული საგნები, ყოველ სემესტრში სტიპენდია.. მაგრამ ისე წუწუნებენ .. ისე შეგაცოდებენ თავს.. ისე გთხოვენ მამეცადინეო იქნებ არ შემეტენოსო.. რომ შენ მართლა შეტენილ საგნებს იკიდებ, იკიდებ შენ გამოცდებს და ცდილობ ის ამეცადინო და გააგებინო რაღაც მაინც.. ის რაღაც, რაც შენც ძლივს ისწავლე.. არადა მთელი მასალა დაღეჭილი აქვთ.. როცა შუალედურიანად სემესტრის ბოლოს 31 ქულა ძლივს გაქვს მოგროვებული (ისიც ლექტორმა გიჯიგრა და 11 ქულა ზედმეტად დაგიწერა, თორე მაგდენიც არ გამოგდიოდა) და ამეცადინებ ტიპს, რომელსაც 59 ქულა აქვს და იმ ერთი ქულის დაკარგვას ისე განიცდის უკვე სერიოზულად გეშინია თავს რამე არ დამართოს და უყურადღებოდაც კი ვეღარ ტოვებ. ბოლოს ისე გამოდის, რომ აწყნარებ კიდეც.
რაც შეეხება ასეთების გარეგნობას. ძალზედ სიმპატიური ყმაწვილები არიან, ძალიან უყვართ თავისი თავი, კარგად იცვამენ, გემოვნებაც აქვთ და მამიკოს ფულებიც. ისე მარიაჟობენ მამის ნაყიდი პიპიათი.. ( მაგათი დამსახურება მარტო ისაა რომ მართვის მოწმობა აიღეს.. რომლის აღებაც დღეს ისეთი მარტივია ,რომ ჩემი მეზობლის ცალი თვალით ბრმა ცოლმა ორსულობის პერიოდში პირველივე გასვლით აიღო)  შეიძ₾ება ამ მამიკოებს „საჩუქრებით“ ნაყიდი ყავთ თავიანთი შილები და ახლა რასაც უნდა იმას აკეთებინებენ. მაგრამ მაგას ვინ დაეძებს …. გოგოებს მაინც ასეთები მოსწონთ :/

3) უჯიგრესი ტიპები.. ეს ის ნაწილია, რის გამოც საერთოდ მიხარია უნივერსიტეტში მისვლა. როცა არ უნდა შეხვდე სულ კარგ და პოზიტიურ ხასიათზე არიან. ბევრი ბრობლემაც აქვთ, საგნებიც ეტენებათ, ხშირად არც გოგოებში უმართლებთ, მაგრამ იუმორით უყურებენ ამ ყველაფერს. გამოცდების პერიოდში თუ ვინმეს მომღიმარს დაინახავთ ესენი არიან. სტუდენტები, რომლებიც პირდაპირ ეუბნებიან ლექტორს, რომ სემინარისთვის მზად არ არიან იმიტომ რომ დაეზარათ სწავლა და არა იმიტომ, რომ სილაბუსებია ძელი და არეულად წერია რა უნდა ესწავლა, ან იმიტომ, რომ  იკითხა და ვერ გაიგო, ან იმიტომ, რომ სამსახური აქვთ და დრო არ რჩებათ. ასეთ ტიპეს ძალიან უყვართ რაღაც „შუტკების“ წამოძახება შუა ლექციის დროს და თუ ვინმეს გაეცინა მათზე ბედნიერი არავინაა. თუ სასწაული მოხდა და ლექტორიც გააცინეს მაშინ შეიძ₾ება ფეხზე ადგნენ პუბლიკას გადახედონ თავი დაუკრან მადლობის ნიშნად და თავიანთ ადგილს დაუბრუნდნენ. როგორც წესი მეორე კურსზე უკვე ყურებამდე არიან შეყვარებულები ვიღაც „ანგელოზივით“ გოგოზე და ფინალურების მერე ნახევარ კურსს თავის ქორწილშიც აქეიფებენ ხოლმე. ჩემი აზრით ყველაზე ჯიგარი ხალხი მაინც ესენი არიან.. უნივერსიტეტშიც და ცხოვრებაშიც.

4) ბულკ-ბაბულიკ-ნაზუქი ხალხი… არ აქვს მნიშვნელობა ზამთარია თუ ზაფხული სულ ერთ ზმანზე არიან. ძირითადად შავი გრძელყელიანი სვიტერი, აქაიქ დახეული ლურჯი ჯინსი შავი ტესლად ცხვირზე ჩამოწეული სათვალე უკანა ჯიბეში იმსისქე საფულე, რომ მარჯვენა დუნდულით შეიძლება სერიოზული დარტყმა მოგაყენონ.. ხმის შახრენწილი, გაწელილი, ტონალობა.. ოდნავ დაბრეცილი თვალები, თითქოს გაკვირვებული. ეგრედწოდებულ „პახოდკას“ რაც შეეხება.. ისე დადიან თითქოს .. რას შევადარო არც ვიცი.. რაქიტიანი, ან ჩასვრილი სამიწლის ბავშვი რომ გამორბის დედისკენ პამპერსი გამომიცვალეო.. ქვეყნის მასშტაბით რაც კი სემიჩკა საღდება ნახევარს ეგენი ასაღებენ და ძირითადად უნივერსიტეტის ეზოში.. საინტერესო სანახავია, როცა ეს ინდივიდები ერთმანეთს ხვდებია როგორ ესალმებიან. ქუთაისურად რომ ვტქვათ ჯერ იწელებიან იმანჭებიან მერე არის ხელის ჩამორთმევა და თავებს ერთმანეთს არც მიუახლოვებენ ისე წელავენ ტუჩებს, იმხელაზე რომ შორმანძილზეც შეუძლიათ ერთმანეთის გადაკოცნა. ლექციაზე ძირითადად კედელზე არიან მიყუდებულები ან ჩაცუცქულები. გვიან შემოდიან და ადრე გადიან. შეიძ₾ება ისეთი შთაბეჭდილება დაგრჩეს კაცს რომ ძალიან მოუცლელი და საქმიანები არიან. ხშირად ჩაიცინებენ ხოლმე ლექტორის ახსნილის შემდეგ, თითქოს თვითონ უფრო მარტივად და გასაგებად შეეძლოთ თქმა ან თითქოს არ ეთანხმებიანო ლექტორს. თავს გადააქნევენ ხოლმე და იღიმიან. მერე ხელის აწევით და მომღიმარი ჩამჭრელი სახით რაღაც უაზრობას იკითხავენ და ჰგონიათ რომ სიბრძნე მოჯ..ეს. და ასეცაა. პრინციპში ამიტომაც არიან ჩაცუცქულები შემოსასვლელთან ეჯ..ია ხალხს ..

5) ჩმორიკა ტიპები.. ლიფტიდან რომ გამოდიან, რომ შენ დაგითმონ ადგილი და მერე თვითონ კიბით ადიან ბოლო სართულზე. თავის პრეზენტაციას რომ გიგზავნიან და თვითონ ახალს რომ აკეთებენ. იმ გოგოს დაკერვაში რომ გეხმარებიან, რომელიც თვითონ უყვართ. წინა ადგილს რომ გითმობენ და უკან რომ გადადიან ან ფეხზე რომ დგებიან. სულ ცდილობენ, რომ ვინმეს დაუმეგობრდნენ მაგრამ იმდენად ზედმეტი მოსდით რომ არავინ ემეგობრება. ცანცარები და სულელები რომ არიან და ამას კი არ მალავენ პირიქით.. ამით უნდათ ყურადღების მიქცევა. საინტერესოა, მაგრამ ლექტორებს ყველაზე მეტად სწორედ ასეთები მოსწონთ. წიგნს რომ გათხოვებენ და თვითონ კონსპექტებიდან სწავლობენ ან ელექტრონული ვერსიიდან. სულ ცდილობენ რომ რამით დაგეხმარონ მაშნაც კი როცა შენ ეს არ გჭირდება და თავს გაბეზრებენ.

6) უიღბლო ვითომ ბაბნიკი ბიჭები. მათ რომ მოუსმინო ნახევარი თბილისი ყავთ გადაიმასქნილი სინამდვილეში კი ბოლოს ყრუ და ბრმა ინგა ბიცოლამ რომ მისცა, მაგრამ ენთუზიაზმით და ოცნებებით არიან სავსე. სულ მაგ თემაზე საუბრობენ.. მოგიჯდებიან გვერდით და თითით გაჩვენებენ გოგოებს, რომლებთანაც ინავარდებდა.. მერე იწყებენ დეტალების აღწერას.. ყველა მომენტს ისე ნათლად ისე წარმოდაგენად აღგიწერენ, რომ გინდა არ გინდა შენც მოგინდება და ბოლოს იმ დონემდე მიგიყვანს რომ ერთად წაბილწავთ მაღლივის ტვალეტს.. ყველა გგო ერიდებაასეთებთან საქმის დაჭერას და ასე მარტოსულები დაჩაგრულები დაყლატუნებენ.. გადაჭედილი ავტობუსები ამ ხალხის სამოთხეა ( თუ გოგო ხარ და მის წინ მოექეცი ავტობუსში პატიოსანი ნაღდად ვერ ჩამოხვალ იქედან)

ვშიშობ ვეღარ დავამთავრებ ამ თემაზე საუბარს.. დღეისათვის სულ ეს იყოს.