ყველაფერი შიდა მობილობის შესახებ თსუ-ში!

თუ კი უკვე გადაწყვიტეთ მობილობაზე ინფორმაციის მოძიება, და ახლა ამ სტატიას კითხულობთ, ე.ი დიდი ალბათობით პირველსემესტრელი უკვე აღარ ხართ (მობილობაში მონაწილეობის უფლება აქვს სტუდენტს, რომელსაც დახურული აქვს ერთი აკადემიური სემესტრი ან მეტი) და მეც ყოვლგვარი ცერემონიის გარეშე აგიხსნით, თუ როგორ უნდა განახორციელოდ  მობილობა თქვენთვის სასურველ ფაკულტეტზე.

თსუ, წელიწადში ორჯერ, თებერვალსა და აგვისტოში, აცხადებს შიდა მობილობას. ამის შესახებ ინფორმაცია იდება უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე ( Tsu.ge ), სადაც დაწვრილებითაა მოცემული თქვენთვის საჭირო ყველა სიახლე, როგორიცაა რეგისტრაციის ვადა, შედეგების გამოცხადების თარიღი, კრედიტების აღიარება, ხელშეკრულების გაფორმების დრო და რაც მთავარია, შიდა მობილობის ელექტრონული პორტალი (სადაც უნდა გაიაროთ რეგისტრაცია).

ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის გავლა უმარტივესი პროცედურაა, თუ თქვენ თვითონ ვერ მიხვდებით, რა როგორ უნდა გააკეთოთ, იქვე მოცემულია რეგისტრაციის ინსტრუქცია. რეგისტრაციის გავლის შემდეგ, თქვენ ირჩევთ თქვენთვის სასურველ ფაკულტეტს (ან ფაკულტეტებს), უფლება გაქვთ ჩაწეროთ მაქსიმუმ 5 პროგრამა.

რაც შეეხება შიდა მობილობის კონკრუსს, და გადასვლის წესს. თითოეული ფაკულტეტი საკუთარ პროგრამებზე გთავაზობთ ვაკანტური ადგილების კონკრეტულ კვოტას ( ანუ რაოდენობას), მობილობით გადასვლა დამოკიდებულია ეროვნული გამოცდების საკონკურსო ქულაზე, რითაც ჩაირიცხეთ უნივერსიტეტში ( დიახ ! შეგიძლიათ თავისუფლად ამოისუნთქოთ, აკადემიურ მოსწრებას არავინ გიმოწმებთ, არც “შეტენილ” საგნებს, მეტიც, თუ მობილობით გადახვალთ ყველა წითელი X გაქრება თქვენი sms.tsu.ge-დან). თუკი ფაკულტეტს გამოცხადებული აქვს 100 მისაღები ადგილი (იხ.მეორე დანართი, პირველი პროგრამა – ბიზნესის ადმინისტრირება), და დარეგისტრირებულია 17 სტუდენტი, რა თქმა უნდა 17-ივე გადავა აღნიშნულ პროგრამაზე, მაგრამ როცა პროგრამაზე დარეგისტრირებული სტუდენტების რაოდენობა აღემატება ფაკულტეტის მიერ გამოცხადებული მისაღები ადგილების რაოდენობას ( ისევ შეხედეთ მეორე დანართს, ამჯერად კი პოლიტიკის მეცნიერებას), მაშინ პროგრამაზე დასაშვები ზღვარი, არის დარეგისტრირებული სტუდენტების ეროვნულ გამოცდებზე მიღებული, სკალირებული ქულების საშუალო. მაგალითისთვის, როცა პოლიტიკის მეცნიერებაზე 5 ადგილია, და 12 მსურველი, გამსვლელი ზღვარი კი 1983.1, ეს ნიშნავს იმას, რომ იმ 12 სტუდენტის სკალირებული ქულების საშუალო 1983.1-ია.

მობილობის შედეგები და აღირებულ კრედიტებზე ინფორმაცია იდება ელექტრონულ პორტალზე (სადაც დარეგისტრირდით : http://sms.tsu.ge/StudMobiloba/Home/Mobility ). დადებითი პასუხის შემთხვევაში, შემდეგი საფეხურია კრედიტების აღირება, აქ თქვენ მონაწილეობას არ იღებთ. კრედიტების აღიარების შემდეგ კი ხელშეკრულებას აფორმებთ იმ ფაკულტეტთან, რომელზეც გადახვედით ( გრანტი მოგყვებათ, რა თქმა უნდა თუ გაქვთ ). როცა ხელშეკრულებას ხელს მოაწერთ, იმ მომენტიდან თქვენ, თქვენთვის სასურველი ფაკულტეტის, სრულუფლებიანი სტუდენტი ხართ.

და ბოლოს, მინდა ერთი რჩევა მოგცეთ, რომელსაც მაგალითზე აგიხსნით. დავუშვათ ჩაირიცხეთ ისტორიაზე, და პირველივე სემესტრიდან იცით, რომ მობილობით უნდა გადახვიდეთ სოციოლოგიაზე (მაგალითისთვის), აიღეთ სოციოლოგიის საგნები, რასაც გაგიხსნით და პირველივე სემესტრში გაიარეთ (მიუხედავად იმისა, რომ ისტორიაზე ხართ. მობილობის შემთხვევაში არანაირი პრობლემა არ შეგექმნებათ), რადგან, გაეცნობით სიტუაციას სოციოლოგიაზე (იქნებ არ მოგწონთ, ან ეს ის არაა რაც გეგონათ), გაივლით სასურველ საგანს, კრედიტების აღიარებისას ეს საგანი აუცილებლად ჩაგეთვლებათ, არ ჩამორჩებით სოციოლოგების პროგრამას და არ დაგემატებათ სემესტრი (შესაბამისად არ დაგემატებათ ახალი გადასახადი).

სულ ეს იყო, გისურვებთ წარმატებას პინგვინნო და არაპინგვინნო.