ცოტა რამ ბოტასას შესახებ

Devil

როგორც წინა ბლოგში ვახსენე, ბოტასა- ეს ის ქალია , ნაწამებ სტუდენტებს თავზე რომ დაადგება, ამოღამებულ თვალებში სულში ჩამწვდომი მზერით ჩახედავს და საოცარ ადგილებში დამალულ “შპარგალკას” უპოვის… ან იქნებ ვერ უპოვოს, მაგრამ ფაქტია- ვისაც ერთხელ მაინც ჰყოლია ბოტასა დამკვირვებლად, დიდი ფსიქოლოგიური ტრავმა აქვს მიღებული… (ხუმრობით, რა თქმა უნდა, არც ეგეთი ტირანია.. ან იქნებ არის?! ) შესავალი გამიგრძელდა და რომ არ მოგიყვეთ არ იქნება.
როგორც აღვნიშნე და კიდევ უამრავჯერ გავიმეორებ, მე ბედი არ გამაჩნია და პირველივე გამოცდაზე მის სექტორში მოვხვდი. თავიდანვე, ზედმეტი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე მივხვდი, რომ ის ის იყო და მე მე ვიყავი, ერთი საბრალო სტუდენტი. ზოგადად მხიარული ადამიანი ვარ და გამოცდის წინ ყველას ვუღიმი (მესმის ეს მაღლივში წარმოუდგენელია, მაგრამ მე იქაც არ ვკარგავ შემართებას). ხოდა მეც საწყლად, პანღურამორტყმულმა, მაინც ხბოს თვალებით შევხედე და დეიდა შენი ლამაზი თვალების ჭირიმე-მეთქი პირდაპირ თვალებით ვუთხარი, მანაც საფირმოდ, გულღიად დამიბღვირა და ადგილისკენ მიმითითა… დამიჯერეთ, ჩემს სახეზე ღიმილი ზუსტად ერთ წამში გადავიდა ტირილში. https://media.giphy.com/media/oOX5qIDkzDjeo/200w.gif

ასე და ამგვარად, ცხოვრებისგან დაჩაგრული თსუ-ს სტუდენტი, გავემართე ჩემი ადგილისაკენ და სანამ დავჯდებოდი გონებაში მთელი ხმით ჟღერდა ის სიმღერა, აი „დორიმე ტანანატანანა დორიმეე… ამენო ამენო ტანანა“

https://m.youtube.com/watch?v=RkZkekS8NQU

გულღია, დაბღვერით „გახარებული“ მთელი დაძაბულობით შევუდექი გამოცდის წერას.

„ვის ეკუთვნის სარკისებური მეს-ს თეორია?“ -ვკითხულობ კითხვას.

“ნეტა ბოტასას ბოტასა ვინ შეარქვა?”-მპასუხობს ტვინი.

კითხვას განმეორებით ვკითხულობ. ამჯერად ტვინი უფრო ორიგინალურ პასუხს მთავაზობს.

ჰეეე მაკარენა…

ისე მომეწონა მაკარენას იდეა ლამის გამოცდაზევე ავცეკვდი, მაგრამ უცებ ავიხედე და რას ვხედავ?! ჯოჯოხეთის კარიბჭე, ზევსის რისხვა, პოსეიდონის ხანჯალი და თვით ლუციფერის საყვარელი შვილობილი ბოტასა მიახლობდება…

მერლინის ფოხანას ვფიცავ ისე შემეშინდა პანღურამორტყმული ხბოს თვალები კი არა, თუ რამე ლოცვა ვიცოდი ყველა ერთად გამახსენდა… რატომ შემეშინდა მეც არ ვიცი, არც „შპარგალკა“ მქონდა და არც იმხელა ზუმი თვალებში რომ სხვისგან გადავიწერო, მაგრამ მაინც… ბოტასა ასეთია… გადაწერის კიარა თავის გარხევის სურვილს გიკარგავს… ცივი მზერით შემომხედა და ჩემი განწყობა საბოლოოდ მოსპო…

ის გამოცდა კი მშვიდობით დავწერე, მაგრამ მივხვდი- ბოტასა უნიკალური ფენომენია თსუ-ში!

მას აქვს უფლება ნებისმიერი სექტორის ბავშვს მისცეს შენიშვნა და ვერავინ შეეპასუხება!

მას აქვს უფლება დაგადგეს თავზე და გითხრას რომ იწერ.. აბა ერთი შეეწინააღმდეგე!

ბოტასა ისეთი ქალია კომბლებს რომ თლის და ჭერში დაწყობის მაგივრად მზერით გირახუნებს თავში!

მოკლედ და კონკრეტულად… ბოტასა rules!!!

მე კიდევ გემშვიდობებით შემდეგ ბლოგამდე და გისურვებთ რომ არასდროს მოხვედრილიყავით მის სექტორში