ფრანგული ენის კურსები !

ეს საკითხი საკმაოდ აქტუალური იყო და ახლა უფრო არის არა მარტო საქართველოში, არამედ მთლიანად მსოფლიოშიც. ამიტომ მინდა ჩემი გამოცდილება გაგიზიაროთ ამ თემასთან დაკავშირებით.

ალბათ ყველას გდომებიათ  სხვა ენის,  კულტურის, ჩვევების შესწავლა, რომელიც  მათ ყველასაგან გამოარჩევთ. ამ შემთხვევაშიც უნდა მოვიშველიო ხალხური გამოთქმა: რაც მეტი ენა იცი, იმდენი კაცი ხარო,  ან თუნდაც კარლოს დიდის სიტყვები : “ფლობდეთ მეორე ენას ნიშნავს ფლობდეთ მეორე სულს”,ამიტომაც მეც დიდი ხნის ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე, რომ რომელიმე ენა შემესწავლა.

რამ მიბიძგა და  გადამადგმევინა ეს ნაბიჯი:

უნივერსიტეტში როცა ჩავირიცხე, სრულიად შემთხვევით გავიცანი  ერთი ადამიანი, რომელმაც მისი მიზანდასახულობის წყალობით  უმაღლეს დონეზე შეისწავლა ერთ-ერთი ენა. მან   ერთ დღეს სპონტანურად გადაწყვიტა, რომ უნდა გამოეცადა თავი ფრანგულში. ამიტომ google-ში ჩაწერა ფრანგული ენის შემსწავლელი კურსები და იქ აღმოაჩინა  Institut Français, ანუ ფრანგული ინსტიტუტი. მე როცა გავიცანი ეს ადამაინი უკვე მაგისტრატურაზე იყო და სწორედ ამ ინსტიტუტის წყალობით საფრანგეთში ჩაირიცხა. ეს ჩემთვის ერთგვარ მოტივაციას წარმოადგენდა, სწორედ მისმა მაგალითმა მიბიძგა, შემესწავლა ფრანგული ენა და მეც გამეგრძელებინა მაგისტრატურა საფრანგეთში.

ინსტიტუტის რუტინა:

დღესდღეობით მე ამ ინსტიტუტში დავდივარ, კვირაში ორჯერ, საღამოს საათებში, რომელიც დიდ დროს არ მართმევს და არ მიშლის ხელს მოვამზადო TSU-ს საგნები ხარისხიანად.  ასევე შეიძლება კვირაში 3-ჯერ სიარული, რა თქმა უნდა,  ეს თქვენს ნება-სურვილზეა დამოკიდებული, თუ გსურთ შედარებით სწრაფი  ტემპით ისწავლოთ ფრანგული. თითოეული კურსი ორთვენახევარი გვერძელდება, რომლის დროს ჩვენ გვიწევს შუალედური და ფინალური გამოცდების დაწერა, სწორედ ამის საშუალებით განისაზგვრება მზად ხართ თუ არა შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად.

ჯგუფები და წინამძღოლები:

რაც შეეხება ჯგუფს, ზოგადად 15 კაცზე მეტი და 10 ზე ნაკლები არ დაიშვება. ჩვენ პირადად 10 ვართ.  აქ საკმაოდ კარგი პედაგოგები არაინ, ზოგი ფრანგი პედაგოგიცაა, რაც სასიხარულოა, რადგან ფრანგის მიერ ნასწავლი მასალა მაინც  სულ სხვაა. ამიტომ ამ ინსტიტუტის ხარისხისაკმაოდ მაღალია, რაშიც თავად დარწმუნდებით თუ გადაწყვეტთ აქ სწავლას.

ფინანსები:

ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი მაინც ბიუჯეტია უმეტესობისათვის. ამ ინსტიტუტში სწავლება ცოტათი ძვირია, თუმცა ინდივიდუალურად, რეპეტიტორთან მომზადება გაცილებით მეტი ჯდება, რადგან უცხო ენების შესწავლა საკმაოდ მოთხოვნადი გახდა და თავისთავად ფასებიც გაიზარდა.

ჩემი რეკომენდაცია:

მე ოქტრომბრიდან დღემდე ამ ინსტიტუტში ვარ. მინდა ვთქვა, რომ ფრანგული ენის შესწავლა ძალიან რთულია და ასე თუ ისე  რაღაცა წინადადებების თქმა შემიძლია საუბრის დროს. თავიდან ფონეტიკა არც ისე მარტივია, ბევრი სიტყვა ბოლომდე არ წარმოითქმის, რაც წერის სირთულესაც გაანპირობებს, თუმცა ბევრი ვარჯიშის შემდეგ მარტივად ეჩვევი, მთავარია ხშირად მოუსმინო  ნებისმიერ რამეს ამ ენაზე, დაწერო ბევრი სავარჯიშო  და ყველაფერი ნელა, ხარისხიანად და გასაგებად გაიარო, ბოლოს  კი შედეგსაც  აუცილებლად ნახავთ.

იმედია რაღაცაში მაინც გამოგადგებათ ჩემი  გამოცდილება და შესაძლოა, ამის საშუალებით თქვენც დაიწყოთ რომელიმე ენის შესწავლა, რომელიც გაგიფართოვებთ ჰორიზონტს  და  მოგცემთ საშუალებას შეიცნოთ  რაღაც ახალი, უცხო, როგორც მუნია ჰანი იტყოდა: “უცხო ენასთან შეჯახება ჰგავს დაბრუნებას ბავშვობაში, როცა მშობლიური ენაც კი უცხო იყო თქვენთვის”.