პროექტი “მისია 2018” – გუნდი “თსუჰოლიკი”

ყველაფერი ინფორმაციის გაგებით დაიწყო, ჩვენი უნივერსიტეტის გვერდზე ვნახე ვიდეო, სადაც ჩვენი რექტორი, ბატონი გიორგი შარვაშიძე, საუბრობდა ახალ პროექტზე, დაგვაინტერესა უკვე შეკრებილ გუნდს, რომელიც უკვე ვიყავით პროექტში „სტუდენტები სოციალური მეწარმოებოსითვის“.  ორივე პროექტს ჰქონდა საერთო ბევრი რამ და ვიფიქრეთ, რომ ერთმანეთს წაადგებოდა თუ ორივეში ვიქნებოდით.  საბედნიეროდ, ასეც მოხდა.  მეწარმეობის პროექტის ფარგლებში შემდეგი ეტაპი იყო გასაუბრება, მასზე ვიყავით გადართული და   გასაუბრების დასრულებისთანავე მაშინ, როცა  დარწმუნებული ვიყავით, რომ შემდეგ ტურში აუცილებლად გადაგვიყვანდნენ, ჩვენს მეორე პროექტზე დავიწყეთ მუშაობა. პირველ რიგში, სულ ოთხნი ვიყავით და მისია 2018 მე-5 წევრის ყოლის უფლებასაც გვაძლევდა. ამიტომ გადავწყვიტეთ დამატებითი რესურსის გამოყენება და ჩვენი საერთო მეგობარი დავიმატეთ. მეწარმეობის პროექტში 4 ბიჭი ვიყავით და აქ მე-5 გოგონა დავიმატეთ.

 

“მისია 2018”-ის პირველი ეტაპი იყო მოცემულ საკითხებზე პასუხის გაცემა თსუ-ის შესახებ.  კითხვები მიმოვიხილეთ და კითხვებისთვის დავრეკეთ. ყველაზე რთული ნაწილი იყო რაიმე ისეთი განსაკუთრებული დეტალის ან/და ნაწილის პოვნა, რაც იქნებოდა ჩვენი ბილეთი შემდეგი ტურისთვს.

ძალიან მაგრები ვიყავით, მაღლივში მე-12 ზე ვიკრიბებოდით ხოლმე, როცა გვეცალა და ძირითადად ვხუმრობდით იდეებზე, ისე ცოტათი წარმოუდგენელიც იყო რომ ასე მშვიდად ორ პროექტს აღფრთოვანებით ვაკეთებდით.  თან სწავლა, თან პროექტები თან კიდევ ბევრი რამე ერთიანად, შეგრძნებების დონეზე თავს განსაკუთრებულად ვგრძონბდით და ეს ყველაფერი ჩვენთვის დროის უკეთ განაწილების საშუალებად იქცა.

საბოლოოდ უკვე როცა სპიკერზე ჩართული კითხვა-პასუხის რეჟიმში კიდევ მეტი რამე გავიგეთ პროექტის შესახებ, მაშინვე ძალიან კარგმა იდეამ გაიელვა. ჩვენ შეგვეძლო უნივერსიტეტისთვის 3d ტურის მოწყობა. ადრე ნანახი მქონდა მსგავსი რამ და ყველამ ვიცოდით რომ თუ ამას გავაკეთებდით ეს იქნებოდა სწორედ ის ბილეთი.. შემდეგი ტურისთვის!

დროის სიმცირიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ, მაღლივის პირველი სამი სართული ყოფილიყო ჩვენს 3d ტურში.  ტურის ორგანიზებას, გადაღება, მონტაჟს, განთავსებას ჩვენ საიტზე ბევრი დრო დაჭირდა, მაგრამ ჩვენი მეგობრებიც გვედგნენ მხარში და შედარებით გაგვიმარტივდა დროის შეგრძნების დაკარგვა.

როდესაც ჩვენი მთავარი ნიშას გაკეთება დავასრულეთ, შედმგომი მონაცემების შეყვანა შედარებით მარტივი იყო, ჩვენი გაერთიანება „თსუჰოლიკი“-დან გამომდინარე უკვე ვიცოდით ბევრი რამ სტუდენტეის შეხედულების შესახებ, ცნობადობა და უნივერსიტეტის მდგომარეობის შესახებ, ეს ფურცლიდან ტექსტად გავასწორედ და მონაცემები შევიტანეთ.

რამდენიმე დანართი დავამატეთ რომ მხოლოდ ტექსტი არ ყოფილიყო და ინფორმაცია უფრო დამაჯერებული გამხადიყო, შედეგად მონაცემები გავაგზავნეთ და უკვე პირველ პროქტზე , მეწარმეობაზე გადავერთეთ.

ერთი კვირის თავზე გამოწვეყნა იმ 5 გუნდს სია, რომელიც გადავიდა და ჩვენ მათ შორის ვიყავით. ახლა უკვე პარალელურად ორ პროექტზე გვიწევდა მუშაობა და ყველაფერი უფრო და უფრო საინტერესო ხდებოდა.

ერთი პრობელმა ის იყო, რომ მ  29 მაისს ერასმუზ+ გაცვლითი პროგრამით მივდიოთი ბულგარეთში, – სექტემბრამდე.  გუნდს მხოლოდ ონლაინ თუ დავეხამრებოდი. ტრენინგები და შეხვედრები მანამდე უნდა ჩატარებულიყო, პროექტების ორგანიზატორები წინასწარვე გავაფრთხილეთ და ეს პრობელმაც მოგვარდა.

კვირეული შეხვედრებისა და ე.წ. ბრეინსტორგმინგის შედგომ საპრეზენტაციო მასალა მოვამზადეთ მეწარმეობისთვის, რადგან დედლაინი მისი უფრო ადრე იყო. სამწუხაროდ, მეწარმოებაში საკმარისად კარგები არ აღმოვჩნდით, მაგრამ ამან მეტი შესაძლებლობა მოგვცა და მოტივაცია რომ მისიაში გაგვემარჯვა.

მისია 2018-ის მეორე ტური დაიწყო საკმაოდ საინტერესოდ, თავიდანვე ვიცოდით რომ მეორე ტურში საცხოვრებელი კომპლექსი “დირსის” შეეხებოდა, თუმცა მე და ალბათ ყველა მონაწილე ფიქრობდა, რომ ჩვენი დავალება იქნებოდა დაკავშირებული ბინების გაყიდვებთან.. გახარებული და გამოცებული აღმოვჩნდით , როცა დავალება მოულოდნელად განსხვავებული იყო,  ყოველგვარი შეზღუდვის და მითითებების, თუმცა სრული მხარდაჭერის შეგრძენება გვქონდა ყველას. ფინალური დავალება მივიღეთ, რომელსაც ერთი თვის განმავლობაში სპეციალურად დირსისთვის შევქმნიდით.

თავდაპირველად დავალება აგვიხსნეს და შემდგომ დაგვათვალიერებინეს საცხოვრებელი კომპლექსი “დირსი”.  ბოლოს კითხვების დასმაც კი არ დაგვჭირდა, რადგან ყველაფერი ამომწურავად იყო ნათქვამი , თანაც მთელი პროექტის ფარგლებში ტრენინგებისა და მუდმივად კავშირზე ყოფნის გამო,  კითხვების დასმა შემდგომაც შეგვეძლო.

ყველაზე მეტად მოსაწონი მთელი პროექტის ფარგლებში, ის იყო რომ თვითონ ეს პროექტი არ ემსახურებოდა პიარს, მართლაც კარგად შედგენილი და ორგანიზებული იყო, განსხავებით ბევრი სხვა პროექტისგან, რომელიც ტარდება დედაქალაქში. ჩვენი სურვილების, იდეების და შეხედულებების რეალიზაცია და რასაც პროექტი თვითონაც მოიცავდა, ჩვენ შესაძლებლობების გამოვლინებას მარკეტინგსა და პიარში.

ასევე აღსანიშნავია, რომ  კონკურენტული გარემო იყო სტუდენტებისთვის. პროექტში უკვე მონაწილეობაც კი ბევრის მომცემი აღმოჩნდა ჩვენთვის. მსგავს პროექტებს დიდი მნიშვნელობა აქვთ სტუდენტებისთვის, რათა მიიღონ პრაქტიკული ცოდნა და  გამოცადონ საკუთარი შესაძლებლობები, გაიცნონ საინტერესო ადამიანები.

ნებისმიერი პროექტისთვის მნივნელოვანია და გადამწყვეტ როლს თამაშობს ის თუ რამდენად შეძლებ ჟიურისთვის შენი იდეის რეალობაში დარწმუნებას, ამასთანავე საკუთარი უპირატესობის გამოკვეთასა და მის გამოიყენებას დადებითი შედეგის მისაღწევად, ასევე დაშვებული შეცდომების ანალიზი შესაძლებლობა შემდგომი განვითარებისთვის.

მე უკვე ბულგარეთში ვიყავი და ჩემი გუნდის გამოსვას და შედეგს სულმოუთქმელად ველოდი. ჟიურის გადაწყვეტილებით მე-2 ადგილზე გავედით და ეს ჩვენი გაერთიანებული გუნდისთვის პირველი გამარჯვება იყო. ახლა უფრო მეტად გამოცდილები და ორგანიზებულები ვიქნებით შემდგომი პროექტებისთვის ^^

 

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, მისია 2018-ის საორგანიზაციო გუნდს, შესანიშნავი პროექტისთვის და კომპანია „ას ჯორჯია-დირსის” საინტერესო დავალებისთვის. ^^