10 ფილმი, რომელიც უნდა ნახო სანამ ბიზნესს დაიწყებ

გეგმავ, ფიქრობ ან პირველ ნაბიჯს დგამ ბიზნესის სფეროში? ეს არის ის 10 ფილმი, რომელიც უნდა ნახო სანამ ბიზნესს დაიწყებ. ხშირად ასე უბრალოდ და მარტივად ჩნდება ის იდეა, რომელიც შემდეგ გრანდიოზულ შედეგებამდე მიდის.

 

1. „მოქალაქე ქეინი“ – (1941წ) ოსკაროსანი ფილმი, რომლის რეჟისორია ორსონ უელსი. ფილმი ეხება საგამომცემლო ბიზნესის ისტორიას. მთავარი გმირი ძალაუფლების მოპოვებისთვის იბრძვის, რაც მის გარშემო მყოფებზე უარყოფითად აისახება. იქმნება დაძაბული ატმოსფერო და საბოლოოდ ხელჩართულ ბრძოლაში გადაიზრდება.

რატომ უნდა ვუყუროთ ამ ფილმს? რათა, ყველა დამწყები ბიზნესმენი დაფიქრდეს, რომ  საქმიანი წარმატება არაა ერთადერთი მიზანი ცხოვრებაში.

 

2. „უოლ სტრიტი“ – (1987წ)  რეჟისორ ოლივერ სტოუნის ოსკარის მფლობელი ფილმი. აღწერილია ამბიციური ახალგაზრდას ისტორია, რომელიც ყველაფერზე წამსვლელია წარმატებისთვის. გაიჩენს ისეთ ნაცნობს, ვინც აზიარებს ბიზნესის ხელოვნებას. (რეჟისორმა ასევე გადაიღო ფილმი „უოლ სტრიტი – ფულს არ სძინავს“ 2010 წელს.) ფილმის მთავარი სათქმელია, რომ ყველა ოცნებას თავის ფასი აქვს!

 

3. „გლენგარი გლენ როსი“ – (1992წ) რეჟისორ ჯეიმს ფოლეის ფილმი, ამბავი ვითარდება მიწის გამყიდველთა ოფისში, სადაც კონკურენცია ზენიტშია და სარფიანი გარიგებისთვის კოლეგები ხელჩართულ ბრძოლაში არიან. მოტივაციას დათქმული პრიზიც ამყარებს, რომელიც მხოლოდ საუკეთესოს ხვდება წილად. სწორედ ამ ციებ-ცხელებაში, უცნობი მძარცველები ოფისიდან საჭირო დოკუმენტებს იტაცებენ. სიტუაცია ჩიხშია, რადგან ყველასთვის საჭიროა ეს დოკუმენტები და ყველა ეჭვმიტანილია.

ფილმი გვანახებს, თუ რამდენად დაუნდობელი და სასტიკი სფეროა ბიზნესი, როცა  საქმე კონკურენციას და გამარჯვებას ეხება.

 

4. „ჯერი მაგვაიერი“ – (1999წ) რეჟისორ კამერონ ქროუის ფილმი სპორტულ აგენტზე, რომელიც დიდი წარმატებით სარგებლობს თავის სფეროში მანამ, სანამ არ დაეჭვდება საქმის მართებულობაში. სწორედ აქ ემხობა თავზე აწყობილი ცხოვრება. მას სამსახურიდან აგდებენ, თუმცა იმდენად სჯერა თავის შესაძლებლობების, რომ არ ნებდება და ბოლომდე იბრძვის.

რატომ ვუყუროთ ამ ფილმს? რათა გვახსოვდეს, რომ წარმატებული ყველას უყვარხარ და მარცხისას, როცა საკუთარი თავის ანაბარა რჩები, ბოლომდე უნდა გჯეროდეს შენი შესაძლებლობების.

 

5. „სილიკონის ველის მეკობრეები“ – (1999წ) რეჟისორ მარტინ ბურკის ნახევრად დოკუმენტური ფილმი ეხება „apple”-ის და Microsoft-ის იმპერიების შექმნას. ფილმში ვხვდებით კომპიუტერული გენიოსების. სტივ ჯობსის და ბილ გეიტსის ისტორიას ოცნებიდან რეალურ მილიარდელობამდე და 70-იანი წლების ტექნოლოგიური რევოლუციას.

ვფიქრობ, ნამდვილად არ სჭირდება ახსნა, თუ რატომ უნდა ვუყუროთ ამ ფილმს.

 

6. „საქვაბე ოთახი“ – (2000წ) რეჟისორ ბენ იანგერის ფილმში აღწერილია მცირე მეწარმის არალეგალურად წამოწყებული საქმიანობა. მთავარ გმირს უმართლებს და ხვდება ადამიანს, რომელიც ახალ სამსახურს სთავაზობს საბროკერო ფირმაში. იქ ერთი დღის შემოსავალი მის მიერ წამოწყებული საქმის წლიური შემოსავლის ტოლია .

ფილმის გვეუბნება, რომ ოცნებები ხდება, მაგრამ ყველაფერს თავის ფასი აქვს.

 

7. „სოციალური ქსელი“ – (2010წ) რეჟისორ დევიდ ფინჩერის ფილმი მოგვითხრობს კომპიუტერული პროგრამირების გენიოს მარკ ცუკერბერგის ისტორიას. იდეამ, რომელიც მეგობრული წრისთვის შეიქმნა სოციალური ქსელის სახელით, მოიცვა მთელი მსოფლიო და მარკი ერთ-ერთი ახალგაზრდა მილიარდელი გახდა.

ფილმში ნათლად ჩანს, თუ როგორ უნდა გამოიყენო ნიჭი, შესაძლებლობა, უნარი და მტრებიც კი…

 

8. „რისკის ზღვარი“ – (2011წ) რეჟისორ ჯეი სი ჩენდორის ფილმი, სადაც აღწერილია საინვესტიციო ბანკის წამყვანი ფიგურების ქმედებები ფინანსური კრიზისის პერიოდში. ეს არის 24 საათიანი ბრძოლა ფულისთვის.

ფილმის მთავარი იდეაა – იყავი სხვაზე გონიერი, სხარტი, დაასწარი ყველას, არ დათმო პირველობა და უკიდურეს შემთხვევაში იცრუე კიდეც, თუ ეს საქმეს გამოასწორებს.

 

9. „ადამიანი, რომელმაც ყველაფერი შეცვალა“ – (2011წ) რეჟისორ ბენეტ მილერის ფილმი. ბეისბოლის გუნდის მენეჯერის ისტორია, რომელმაც მოახერხა არასაკმარისი ფინანსების პერიოდში ინოვაციური ხერხით დაეძლია ეს პრობლემა. მან მოახდინა ორი სხვადასხვა სფეროს, სპორტის და მათემატიკური გათვლების კომბინაცია და საბოლოოდ, საოცარ შედეგებამდე მივიდა.

რატომ ღირს ფილმის ყურება? რათა ვცადოთ ერთი შეხედვით აბსურდული იდეის განხორციელება, თუნდაც არავინ გვეთანხმებოდეს და დაველოდოთ შედეგებს.

 

10. „დიდი შემცირება“ – (2015 წ) რეჟისორ ადამ მაკკეის ფილმში აღწერილია ამერიკული ფინანსური კრიზისის მიზეზები და მოვლენები თითქმის დოკუმენტურ დონეზე.

რატომ უნდა უყურო ამ ფილმს? აქ ზუსტადაა ნაჩვენები, თუ როგორ შეიძლება არეული სიტუაციის საშენოდ გამოყენება და როგორ შეიძლება კრიზისის დროს მილიონები იშოვო. ეს არის რისკი, გათვლა და საჭირო დროს საჭირო ადგილზე ყოფნის უპირატესობის გამოყენება.

მასალა: davidkenchadze.ge