დამატებით საგნად ქიმიას აბარებ? წაიკითხეთ რეკომენდაციები

ჩემი სტატიის მიზანია საკუთარი გამოცდილება გაგიზიაროთ თქვენ, აბიტურიენტებს,   რომლებმაც  ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დამატებით საგნად ქიმიის ჩაბარება გადაწყვიტეთ.

მოგესალმებით აბიტურიენტებო, უკვე ჩაერთეთ  ეროვნული გამოცდების ქარცეცხლში. იმატა ნერვიულობამ და ალბათ ფორიაქობთ კიდეც. გირჩევდით არ ინერვიულოთ, მშვიდად იყავით-თქო , თუმცა იფიქრებთ თქვენი, როგორც სტუდენტის გადმოსახედიდან ადვილიაო და მართალიც იქნებით.      უბრალოდ გეტყვით, რომ ეს ყველაფერი თქვენვე დაგაზარელებთ. მოეშვით. საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი სადამდე შეიძლება მიგიყვანოთ ამ ყველაფერზე ფიქრმა თუ ნერვიულობამ. იფიქრეთ მხოლოდ იმაზე  თუ რა მაგარი და რა კარგი ცხოვრება გელოდებათ სტუდენტობის პერიოდში ( არ აქვს მნიშვნელობა, სად იქნებით. რომელ უნივერსიტეტში. სტუდენტობის წლები ყველგან კარგი და დაუვიწყარია) . მოკლედ ბევრს აღარ გავაგრძელებ და მინდა რამდენიმე რჩევა მოგცეთ საგანთან, რომელიც მე დამატებით , მე-4 საგნად ავირჩიე.  ეს არის ქიმია. გეტყვით ერთ რამეს თქვენ შეიძლება არ გეყოთ დრო  რომელიმე ძირითად საგანში, თუმცა თუ მთელი წლის განმავლობაში ქიმიაში ცოტათი მაინც მეცადინეობდით აუცილებლად გეყოფათ. ამიტომაც არ ინერვიულოთ დროის ფაქტორზე. კონცენტრირდით მხოლოდ კითხვებზე. ალბათ , ეჭვი არ მეპარება წინა წლების ნიმუშები გექნებათ ნანახი. ნუ დახარჯავთ დროს იმაზე ფიქრში თუ რაიმე დაგავიწყდათ. ნურც დაპანიკდებით. მშვიდად გააკეთეთ ის სავარჯიშოები, რომელიც იცით დარწმუნებით და მერე დრო ,რომელიც აუცილებლად მოგრჩებათ, სწორედ იმ ეჭვ ქვეშ დაყენებულ სავარჯიშოებს დაუთმეთ. რაც შეეხება თვითონ მასალას , აუცილებლად გადახედეთ ისეთ წვრილმანებსა და ნიუანსებს, რომელიც ქიმიაში გვხვდება. დაუკვირდით რეაქციებს. მთელი გულით  გისურვებთ წარმატებებს.