თსუჰოლიკი 1 წლისაა – ჩვენი ისტორია!

თსუჰოლიკის დაარსების საკითხი დიდი ხნის განმავლობაში მქონდა, ვგულისხმობ იდეას ” სტუდენტები სტუდენტებისთვის”. თუმცა პირველი ორი კურსის მანძილზე ყველა ვისთანაც საუბარი მქონდა ამ თემაზე ფიქრობდა რომ კარგი იქნებოდა თუ იარსებებდა მსგავსი რამ, მაგრამ როცა მის შექმანას ვთავაზობდი მეუბნებოდნენ რომ ეს ჩვენს თაობას მაინც აღარ გამოადგებოდა და აზრი არ ჰქონდა, როგორც წესი ეს პირდაპირ კლავს მოტივაციას, თუმცა ვიცოდი რომ ფარ-ხმალი არ უნდა დამეყარა, რომ იდეა ძალიან კარგი იყო და მისი განხორიცელება აუცილებლად გაამართლებდა. მხოლოდ მესამე კურსზე მოვახერხე რომ ეს იდეა საჭირო ხალხისთვის მეთქვა. გავაჟღერე რა იდეა მივიღე მხარდაჭერა და ივლისის ბოლოს უკვე დავიწყეთ მუშაობა. თავიდან 6 ნი ვიყავით, შემდომ ჩვენი ეს იდეა გავაცანით თსუ-ელებს რომლებიც შემოგვიერთდნენ და ჩვენი შესაძლებლობები შესამჩნევად გაიზარდა. თსუჰოლიკის დაარსების თარიღად 2017 წლის 31 ივლისი გვაქვს აღებული.

თავდაპირველი იდეა იყო გაყიდვებზე, სტუდენტები წიგნებს, რომელსაც აღარ იყენებდნენ გასაყიდად დადებდნენ საიტზე. შემდგომ იდეა იყო სტუდენტური ბლოგების დამატება..შემდეგ იყო გზამკვლევი. შემდეგ გვქონდა ბევრი ცდა, ამათგან გაამართლა სასწავლო მასალის ელ ვერსიების ბიბლიოთეკამ.

ასევე გადავწყვიტეთ საჭირო ტრენინგების ჩატარება სტუდენტებისთვის, რომელიც გადამოწმებული ინფომრაციისთ იშვიათად ტარდებოდა სხვადასხვა პრობლემების გამო. ჩვენს პროექტებზე ჩვენდავე გასაკვირად აუდიტორიები სავსე იყო ბავშვებით, რომლებიც ტრენინგის დასრულების შემდგომაც კი ტრენერის წასვლამდე არ ტოვებდნენ აუდიტორიას.

 

 

Image may contain: 7 people, indoor

Image may contain: 8 people, people sitting, table and indoor

Image may contain: one or more people and indoorImage may contain: 8 people, people sitting, table and indoor

პირველი სემესტრის ბოლოს თსუ-ის გაზეთშიც დაწერეს ჩვენზე. [ბმული]

უკვე მეორე სემესტრიდან გადავწყვიტეთ ახალი კლუბების დაარსება თსუ-ში, სემესტრის მანძილზე მოვახერხეთ ორი კლუბის გახსნა და ფუნქციონირება. 1. ინგლისური ენის კლუბი 2. ლიტერატურული კლუბი. კლუბებს საკმაოდ დიდი გამოხმაურება ჰქონდა, ბავშვები სპეციალურად შევსებულ ფორმაში უამრავი დადებითი შეტყობინება მივიღეთრამაც გაზარდა ჩვენი მოტივაცია.

რამდენიმე კომენტარი სტუდენტების მოლოდინებიდან ^_^

Image may contain: 11 people, people sitting and indoor

რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არ ყოფილა მარტივი. წევრები მუდმივად იცვლებოდა, როგორც ხვდებით ეს მთლიანად მოხალისეობრივი საქმიანობაა და ამასთან საკმაო დროს მოითხოვს, რამდენიმე თვეში ამ და სხვა მიზეზების გამო ჩვენი წევრები ვეღარ აგრძელებნდნე მუშაობას, თუმცა მათი ღვაწლის დასაფასებლად გავაკეთეტ ე.წ. holicwall/ჰოლიკის კედელი. სადაც ყველა იმ ადამინიას სახელია ვის გარეშეც თსუჰოლიკის მისია არ შესრულდებოდა.

1 წლის თავზე რა თქმა უნდა ძალიან მცირე ნაწილი შესრულდა იმისი რისი მოლოდინიც მქონდა, თუმცა ეს უფრო მეტად ჩემი გამოუცდელობის ბრალი იყო, ზედმეტად დიდი მიზნები მქონდა, რომლის განსახორციელებლად ხანაც ადამიანური ხანაც სხვა რესურსი არ გვეყო. თუმცა უნდა გავითვალისწინოთ რომ საკმაოდ ბევრ სტუდენტს დავეხამრეთ, რაც გვაძლევს იმის სტიმულს რომ გავაგრძელოთ მუშაობა.

1 წლის ბოლოს კი ჩვენი შედეგი:

👣 ჩვენ მიერ დაფუძნებულია ორი კლუბი #სრულად : https://goo.gl/YYKy2i
👣 ოქტომბირს ბოლოს კი გაიხსნება კიდევ სამი კლუბი (სიურპრიზია)
👣 ჩვენს საიტზე განთავსებულია ხელმისაწვდომია თსუ-ის ფაკულტეტების ელ ვერსიები #სრულად : https://goo.gl/Pr7GjH
👣 საიტზე გვიდევს გზამკვლევები, რომ უფრო გასაგები იყოს -მობილობა,-კრედიტები,-სასწავლო და საგამოცდო პროცესები და ა.შ. #სრულად : https://goo.gl/Cg7BBE
👣 ასევე გვაქვს სტუდენტური ბლოგები – შთაბეჭდილეები თსუ-ზე; – საგამოცდო სისტემის დროს სტუდენტურ ცხოვრებაზე და ა.შ. #სრულად : https://goo.gl/5EX2Qv
👣 შემეცნებითი,სამოტივაციო,სტატიების დიდი რაოდენობა #სრულად : https://goo.gl/mts7YA
👣 სტატია-კოლექციები, მაგ.: ინგლისური ენის განვითარება, პიროვნული უნარების განვითარება, რჩევები სტუდენტებისთვის და ა.შ. #სრულად : https://goo.gl/7cz2oY
👣 საკონსულტაციო ვიდეობი რამდენიმე საგანში #სრულად : https://goo.gl/PSUXfo

ახლა როცა ახალი სემესტრი დაიწყო გვაქვს რამდენიმე ახალი კლუბის იდეა, გვინდა უფრო მეტს მივაღწიოთ, ამისთვის საჭიროა რომ გამოვიწვიოთ საკუთარი თავი, შევაფასოთ საკუთარი შესაძლებლობები, რადგან ჩვენ შეგვიძლია ეს!

თსუ სტუდენტური გაერთიანება #თსუჰოლიკი გისურვებთ წარმატებებს  ^_^