ჰარვარდის სტუდენტების მოტივაცია (15 წესი)

აშშ-ის რვა პრეზიდენტი, ნობელის პრემიის 40 ლაურეატი, დევიდ როკფელერი, მარკ ცუკერბერგი, ბილ გეთსი – ეს ჰარვარდის კურსდამთავრებულთა არასრული ჩამონათვალია.

აშშ-ის უნივერსიტეტის ამ ყველაზე პრესტიჟულ უნივერსიტეტში სტუდენტების მოტივაციისთვის 15 მთავარი წესი არსებობს:

  1. თუ ახლა დაიძინებ, შეიძლება ის დაგესიზმროს, რაზეც ოცნებობ. მაგრამ თუ სწავლას არჩევ, ოცნება რეალობაში აგიხდება.
  2. როცა იფიქრებ, რომ უკვე გვიანია, გახსოვდეს, რომ ასე არ არის.
  3. სწავლით გამოწვეული ტანჯვა დროებითია. უვიცობით გამოწვეული ტანჯვა – მარადიული.
  4. სწავლა თავისუფალ დროზე მეტად მონდომებას საჭიროებს.
  5. ცხოვრება სწავლის გარშემო არ ბრუნავს, მაგრამ თუ ცხოვრების ამ ერთ შემადგენელ ნაწილსაც ვერ გაართმევ თავს, როგორ მიაღწევ რამე წარმატებას?
  6. ძალისხმევამ და მონდომებამაც შეიძლება, სიამოვნება მოგანიჭოს.
  7. მხოლოდ ისინი უნდა ამაყობდნენ თავიანთი წარმატებით, ვინც ყველაფერს დაგეგმილზე ადრე ასრულებენ და მაქსიმალურ ძალისხმევას იჩენენ საქმის შესრულებისას.
  8. ყველაფერში წარმატების მიღწევა ყველას არ შეუძლია. წარმატების გზა თვით-გაუმჯობესებასა და მონდომებაზე გადის.
  9. დრო კატასტროფულად გადის.
  10. მთქნარებისგან აწყლიანებული თვალები ხვალ სიმწრის ცრემლებით აგიწყლიანდება.
  11. რეალისტები ისინი არიან, ვისაც მომავალში თავიანთი წვლილი შეაქვთ.
  12. შენი ხელფასი შენივე განათლების პირდაპირპროპორციულია.
  13. დღევანდელი დღე არასოდეს დაბრუნდება უკან.
  14. ამ მომენტშიც კი შენი მტრები ხარბად ფურცლავენ წიგნებს.
  15. ფულს მხოლოდ მაშინ მიიღებ, თუკი ოფლს დაღვრი.

წყარო: studinfo.edu.aris.ge