პინგვინობა და მისი დასასრული!

  გამარჯობა, ახლადგამომცხვარო აბიტურიენტებო და აწ უკვე სტუდენტებო, მე მარი ვარ და მინდა ჩემი მოკლე ისტორია გიამბოთ. ახლა ჯერ კიდევ მეორე კურსზე და რაიმეს სწავლებას არ დავიწყებ, უბრალოდ გაგიზიარებთ ემოციებს, შთაბეჭდილებებს და მოკლედ მიმოვიხილავ გზას, რომელიც გავიარე და რომელიც ჯერ კიდევ გასავლელი მაქვს. ჩემი ისტორია სულ მთლად პატარობიდან იწყება, იქიდან, როცა პულტით ხელში ვიდექი ხოლმე სარკესთან და ჟურნალისტობანას ვთამაშობდი, პატარა საბნისქვეშა სამყაროდან, სადაც მე ამომავალი ვარსკვლავი ვიყავი და ათას თემას ვიფიქქრებდი გადაცემისთვის. უკვე 7 წლისამ წერა დავიწყე და მაშინ ჩემი ოცნების ჩონჩხი მეტად ფერხორციანი მომეჩვენა, თუმცა გავიდა კიდევ 12 წელი და დადგა დღე, როცა ციდან მიწაზე აღმოვჩნდი და რეალურად დავდექი ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან გზაჯვარედინთან- გავყოლოდი ოცნებას, თუ გადამეხვია გზიდან და მე, რა თქმა უნდა, წინ სვლა ავირჩიე. დამატებით საგნად ლიტერატურის ჩაბარება გადავწყვიტე და უნივერსიტიც შევარჩიე, ლოგიკურად თსუ. თუმცა, ერთ დღსაც, ჰოი საოცრებვ, აღმოვაჩინე, რომ ზემოთ აღნიშნულ, ჩემს სასურველ სასწავლებელში, ლიტერაატურით არ ბარდება ჟურნალისტიკა. ჰო, მგონი,წეღან მოვიტყუე, სწორედ აქედან იწყება ჩემი ისტორია.

წარმოიდგინეთ, როცა მთელი ცხოვრება იცით რა გინდათ და სხვა რამეს არ განიხილავთ, როცა იმ სფეროში ყველა შესაძლო ამპლუაში გყავთ საკუთარი თავი წარმოდგენილი და ერთ დღესაც, ხვდებით, რომ ძალიან უწყინარი რამ გიშლით ხელს ამ მიზანთან მისვლაში, თან ისეთი რამ,რასაც ვერ შეცვლით. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, სხვა უნივერსიტეტი არ მინდოდა, ამიტომ სხვა პროფესიაზე ფიქრი დავიწყე, თან ვფიქრობდი იქ თუ მოვხვდები მობილობას გამოვიყენებ და ჟურნალისტიკაზე გადავალ-მეთქი, ამიტომ უფრო დიდი შემართებით დავიწყე ფიქრი და ჩემი მასწავლებლის დახმარებით, საკუთარი „ნიჭის“ და მისწრაფეებების გათვალისწინებით ყველაზე ჩემეული პროფესია ავირჩიე. ამ ყველაფრის შემდეგ ათასმაგად დავრწმუნდი იმაში, რომ შემთხვევით არაფერი არ ხდება, რადგან მე სწორედ იქ აღმოვჩნი, სადაც ჩემი ადგილია, სადაც მიხარია და სადაც თავს კომფორტულად ვგრძნობ… და მე ახლა არა მომავალი ჟურნალისტი, არამედ მომავალი ფილოლოგი ვარ, თუმცა ჟურნალისტკიაზე ფიქრი ჯერ კიდევ არ შემიწყვიტავს.

ალბათ ყველას გაგიგიათ ფრაზა „ბამბებში გამოზრდიილი“ მეც ასეთი ბავშვი ვიყავი.. ვიყავი რა, ახლაც ვარ და ალაბთ მთელი ცხოვრება ასეთად დავრჩები, თუმცა, სიმართლე რომ ითქვას, უნივერსიტეტმა და ერთწლიანმა მარტო ცხოვრებამ ოდნავ გამომაწრთო და დამაღვინა. ჩემი პინგვინობის პივრელი დღეები თსუ-ში ისეთივე იყო, როგორიც თქვენი, ვისაც უკვე გიხეტიალიათ სართულიდან სართულზე დაბნეულ სახეებს შორის და ისეთივეც, როგორიც თქვენი, ვისაც ჯერ კიდევ წინ გაქვთ ეს ბედნიერება. რთული იყო ახალ ქალაქათან შეგუება, მითუმეტეს ისეთი პაწაწუნა ქალაქის შემდეგ, როგორიც ბათუმია, მაგრამ მე გამიმართლა, ტყუპი მყავს და ისიც დამეხმარა, რომ მიცხოვრია თბილისში, ამიტომ მთლად უცხო არ იყო ის ჩემთვის და არც მისი შეყვარება გამჭირვებია, თუმცა,მგონია, რომ ამის გარეშეც მოვახერხხებდი, რადგან კარგი გარემო დამხვდა და კარგი უნივერისტეტი, მიუხედავად ბევრი ხარვეზისა, რაზეც თვლას ვერ დავხუჭავთ.

ჩემი აზირთ, სირთულის მიუხედვად, მაინც სხვაანირი ხიბლი აქვს ყველაფერს, რასაც პირველად ვაკეთებთ.. ყოველშემთხვევაში, ჩემთვის ასეა. მათ შორის, რამდენიმე კვირის განსხვავებული სახით მომზადებული კვერცხით „გადაგორებაც’ გემრიელია… ისე, მგონი, ყველაფერს თავისი, მისთვის დამახასიათებელი სუნი აქვს, ჩემთვის სტუდენტობას ახლადდამწიფებული ატმის სურნელი ასდის… დასასრულს, რამდენიმე ფრაზით იმასაც მოგიყვებით, ახლა ამ ბლოგს რატომ ვწერ.

ერთხელ, სოციალური ქსელის დათვალიერებისას, საინტერესო რაღაცას მოვკარი თვალი,გადავწყვიტე კითხვარი შემევსო და სწორედ ასე აღმოვჩნდი „თსუჰოლიკში.“ ძალიან გაიმართლა, რადაგან სასიამოვნო ადამიანები გავიცანი, ბევრი რამ ვისწავლე მათგან და,ჩემთვის რაც ყველაზე მთავარია, ამ ბავშვებთან ერთად თსუში ლიტერატურული კლუბი დავაარსე, იმედი მაქვს რომ შემოგვიერთდებით. დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრ საინტერესო პროექტს განვახორციელებ მათთან ერთად. მოკლედ, გემშვიდობებით ახლადგამომცხვრო აბიტურიენტებო და აწ უკვე სტუდენტებო, მე მარი ვარ და ჩემი მოკლე ისტორია მოგიყევით. გამიხარდება თუ თქვენს მომავალ მეგობრად მიგულებთ. წარმატებები.