ნუ ისწავლი უფრო დიდხანს, ისწავლე გააზრებულად: 5 გზა გამოცდების უკეთ ჩასაბარებლად

წინა საგამოცდოდ ბიბლიოთეკა ყოველთვის გადავსებულია სტუდენტებით. სტრესის მატებასთან ერთად დღეების რაოდენობა მცირდება, ჩვენ კი უნდა გვახსოვდეს, რომ გააზრებულად სწავლა გამოცდების კარგად ჩაბარების გასაღებია. ალბათ, ყველა ვთანხმდებით, რომ მხოლოდ დიდხანს მეცადინეობა და ბრმად დაზეპირება შედეგს ვერ მოგვცემს.

შემოგთავაზებთ რამდენიმე ხრიკს გამოცდების კარგად ჩასაბარებლად.

  1. მონიშნე თარიღები კალენდარზ

კალენდარზე მნიშვნელოვანი თარიღების მონიშვნით, უკეთესად დაინახავ რამდენი ხანი დაგრჩა და რა რაოდენობის მასალაა გადასამეორებელი. კარგი დაგეგმვა დაგეხმარება მაქსიმალურად პროდუქტიულს გაგხდის.

  1. იმეცადინე შესვენებებით და დააჯილდოვე საკუთარი თავი

იქნება ეს იუთუბზე ვიდეოების ნახვა თუ გასეირნება, 10 წუთიანი შესვენება შენს ტვინს მისცემს შანსს აღიდგინოს ძალები და მოემზადოს ახალი დაბრკოლებებისთვის.

  1. ყოველთვის გამოსცადე საკუთარი თავი

დაწერე საკუთარი კითხვები ბარათებზე და გაეცი პასუხები, რომ გამოსცადო საკუთარი თავი. ამაში სხვა ადამიანის დახმარებაც შეგიძლია! ეს დაგეხმარება ისწავლო და გაიაზრო სასწავლო მასალა.

  1. იპოვე ადამიანი, ვისთან ერთადაც იმეცადინებ

პარტნიორის  ყოლა სწავლისას კარგია მოტივაციისთვის. ის არა მარტო დაგეხმარება გაუგებარ საკითხებში, არამედ შენც შეგიძლია აუხსნა მას რთული მასალა. აუხსნა სხვას ნასწავლი ძალიან კარგია საკუთარი თავის გამოსაცდელად, ამით იგებ თუ რამდენი ისწავლე და გაიაზრე.

  1. ძილი

ძილი აუცილებელია ძალების აღსადგენად და ნასწავლის დასამახსოვრებლად. შეიძლება ღამე მეცადინეობა კარგი აზრია, თუმცა დილით გამოცდებია.