რას ამბობს შენი ზოდიაქოს ნიშანი შენი სწავლის სტილზე?!

დროის დაგეგმვის ბევრი ტექნიკა არსებობს, მაგრამ ნამდვილად იცი რომელი შეგეფერება შენ? ბევრი სკოლა ცდილობს შექმნას სწავლის ტექნიკა, მაგრამ ეს იმაზე რთულია, ვიდრე ჩანს, რადგან ყველა განსხვავებულია.

არ აქვს მნიშვნელობა როგორი სტუდენტი ხარ, ნახე შენი ზოდიაქოს ნიშანი და იპოვი მინიშნებებს, თუ რომელია საუკეთესო გზა შენი სასწავლო პოტენციალის მაქსიმალურად გამოსავლენად.

ვერძი (21 მარტი – 19 აპრილი)

იმის გამო, რომ ძალიან ენერგიული ხარ და შეიძლება მარტივად მოგბეზრდეს ბევრი სამუშაო, ბევრი შესვენების გაკეთება იდეალურია. პომოდოროს ტექნიკის მიხედვით ყოველ 25 წუთში პატარა შესვენება უნდა გააკეთო, ეს დაგეხმარება ფოკუსირების გაზრდაში და მეტ სამუშაოს გააკეთებ ნაკლებ დროში.

კურო (20 აპრილი – 20 მაისი)

ერთხელ დაწყებული პროექტის დამთავრება გიყვარს; დაყავი დავალება პატარა ნაწილებად და დარწმუნდი, რომ მოცემულ დროში მოასწრებ მათ შესრულებას. ეს თავიდან აგაცილებს ბოლო წუთს ჩასაბარებელი დავალებისგან გამოწვეულ სტრესს და დაგეხმარება მიიღო ნიშანი, რომელსაც იმსახურებ.

ტყუპები (21 მაისი – 20 ივნისი)

შენ ძალიან კარგად სწავლობ მეგობრებთან ერთად, ვისთვისაც შეგიძლია საკუთარი იდეების გაზიარება. თუნდაც არ გჭირდებოდეს დახმარება, რამდენიმე ადამიანი, ვისთან იმეცადინებ დაგეხმარება ფოკუსირებული და მოტივირებული იყო. მუსიკა ან ცოტა ხმაურიც ძალიან დაგეხმარება მოსაწყენი დავალებები მეტი ხალისით აკეთო.

კირჩხიბი (21 ივნისი – 22 ივლისი)

შენ საკმაოდ სენსიტიური და ემოციური ხარ, ამიტომ კომფორტი შენთვის მთავარი პრიორიტეტია. შეადგინე გეგმა, სადაც ზუსტად გექნება დაწერილი რას რამდენი ხანი ისწავლი. შენ გიყვარს სხვების დახმარება, მაგრამ უმჯობესია მარტო იმეცადინო და მხოლოდ ამის მერე დაეხმარო მეგობრებს.

ლომი (23 ივლისი – 22 აგვისტო)

შენთვის ძნელია მოტივაციის პოვნა, მით უმეტეს მაშინ, როცა იმას სწავლობ, რაც არ მოგწონს. ლექციაზე მოსმენილი 3-4 სიტყვით ჩაიწერე და სწავლის დროს წაიკითხე ეს მოკლე ჩანაწერები. დავალების კეთების დროს მთავარი აზრი ჩაინიშნე და გაანალიზე რაზე უნდა გამახვილო ყურადღება; შეეცადე დეტალებით არ დაიტვირთო თავი.

ქალწული (23 აგვისტო – 22 სექტემბერი)

შენ ყველაზე კარგად მოსმენით სწავლობ, ამიტომ ჩაიწერე შენი ხმა და მოუსმინე შესვენებებზე. მოერიდე ბევრი დავალების ერთიანად გაკეთებას; ყველაფრის კარგად გაკეთების ამოცანა, ერთ კონკრეტულ დავალებაზე კონცეტრაციაა.

სასწორი (23 სექტემბერი – 22 ოქტომბერი)

ბალანსი შენთვის ყველაფერია, ამიტომ „ისწავლე ბეჯითად და გაერთე კარგად“ ნამდვილად შენი დევიზია, მაგრამ არ დაგავიწყდეს დროის განაწილება მეგობრებსა და ოჯახზე. რაც უფრო მოწესრიგებული ხარ, მით უფრო მეტად მობილიზებული ხარ დავალებაზე. გქონდეს გეგმა, მაგრამ დაიმახსოვრე, რომ მისი შეცვლა ყოველ წუთს შეგიძლია. შენთვის მეგობართან ერთად მეცადინეობაც კარგია.

მორიელი (23 ოქტომბერი – 21 ნოემბერი)

შენ უკეთ ფოკუსირდები, როცა მარტო ხარ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ არამეგობრული ხარ, უბრალოდ უფრო მარტივად იგებ საკითხს, როცა მარტო მუშაობ. შენ კარგად გამოგდის დროის დაგეგმვა, ამიტომ მიყევი გეგმას და მიაღწევ წარმატებას.

მშვილდოსანი (22 ნოემბერი – 21 დეკემბერი)

თავი აარიდე ისეთი განრიგის შედგენას, რომელსაც ვერ მიყვები ან მიეცი საკუთარ თავს ბევრი დავალება ცოტა დროში. იდეალურობისკენ სწრაფვა კარგია, მაგრამ შეეცადე თავი არ გადაიღალო. გამოიყენე ტაიმერი, რომ აკონტროლო დრო და დიდი ხანი არ დახარჯო ერთ დავალებაზე.

თხის რქა (22 დეკემბერი – 19 იანვარი)

შეჯიბრი ძალიან გიყვრს, ამიტომ ჩაინიშნე როგორი შედეგი გაქვს თითოეულ საგანში და ნახე შეგიძლია თუ არა ბოლო შედეგის გაუმჯობესება. ასევე შეგიძლია მეგობრული შეჯიბრი მოაწყო და მიზნად დაისახო შენს ჯგუფელებზე მაღალი ნიშნები.

მეწყური (20 იანვარი – 18 თებერვალი)

შენ ძალიან კარგად მუშაობ როგორც მარტო, ასევე ჯგუფთან ერთად. სიმშვიდეში მეცადინეობა მოგწონს, მაგრამ ცოტა ხმაური ხელს არ შეგიშლის კონცენტრაციაში. თავისუფლება შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ამიტომ განრიგი, რომელიც არ არის მკაცრად გაწერილი შენთვის იდეალურია.

თევზები (19 თებერვალი – 20 მარტი)

დავალებას რომ მოგცემენ, რაც შეიძლება მალე დაიწყე მეცადინეობა და 15 წუთის შემდეგ დაიწყე გეგმის შედგენა რამდენად ხშირად ისწავლი. შენ, როგორც წესი, სრული სიჩუმე გჭირდება სრული მობილიზაციისთვის.