ინტერვიუ ნინო ლომიძესთან, რომელმაც ამერიკული კომპანიის პროგრამაში წარმატებით მიიღო მონაწილეობა

ნინო ლომიძე თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-4 კურსის სტუდენტია, გასულ ზაფხულს მან მიიღო მონაწილეობა ამერიკული კომპანიის SOuthwester Advantage-ის პროგრამაში და იყო ერთადერთი ქართველი მონაწილე, რომელმაც შეძლო სირთულეების და გამოწვევების გამკლავება და  ბოლომდე  დაასრულა პროექტი.

– როგორ გაიგე პროგრამის შესახებ?

პირველ რიგში იმას ვიტყვი, რომ ეს პროექტი არის ძალიან ძლიერი საკონსულტაციო კომპანიის Southwestern Advantage-ის, რომელიც ისეთ დიდი კომპანიებს როგორიც არის მაგალითად Google უწევს კონსულტაციას მარკეტინგის მიმართულებით. სწორედ მათი ერთ-ერთი მიმართულებაა უცხოელი და ამერიკელი სტუდენტების დატრენინგება და სწავლება სხვადასხვა კუთხით, რაც სტუდენტს აძლევს შანს გააფართოვოს მისი შესაძლებლობები ქვეყნის გარეთ.

სრულიად შემთხვევით, ამ პროგრამის ივენთი ვნახე სოციალურ ქსელში, თუმცა იმ დღეს ვმუშაობდი და ვეღარ მოვახერხე მისვლა.მაგრამ ჩემდა საბედნიეროდ ჩემი მეგობარი მივიდა, დაესწრო პრეზენტაციას და დასასრულს ჩემი მონაცემები მიაწოდა წარმომადგენლებს.

რამდენიმე დღეში დამიკავშირდნენ პროგრამიდან და დამიბარეს ინდივიდუალურ გაცნობით შეხვედრაზე, სადაც ამიხსნეს პროგრამის არსი. სანამ ამიყვანდნენ მქონდა დააახლოებით 5 გასაუბრება, თავისი დავალებებით და ერთი გადამწყვეტი შეხვედრა მთავარ მენეჯერთან.

– გვესაუბრე თავად პროგრამაზე, რა მოთხოვნები ჰქონდა პროგრამას?

რაც შეეხება მოთხოვნებს, კარგად უნდა გცოდნოდა სასაუბრო ინგლისური და ყველა დავალება რასაც კი გასაუბრების პერიოდში მოგცემდნენ უნდა შეგესრულებინა ზუსტად და განსაზღვრულ დროში. ყველა შეხვედრასა თუ ტრენინგზე გვიწევდა სიარული, რაც საკმაოდ ნაყოფიერი იყო ყოველმხრივ.

– გვესაუბრე საბუთების სამზადისზე, შენს შეგრძნებებსა და განცდებზე

საბუთების მომზადებაში კომპანია გეხმარება ყველაფერში და ყველანაირად, ამიტომ არ არის არაფერი საგანგაშო. ჩემს განცდებს რაც შეეხება მეშინოდა მაინც ვიზასთან დაკავშირებით,რადგან ამერიკის ვიზის აღება მარტივი საქმე არაა, თუმცა უპრობლემოდ მომცეს ვიზა კომპანიის მიერ მოწვევის გამოგზავნის  საშუალებით.

– გვესაუბრე ფიქრებსა და განცდებზე, როცა გაიგე რომ აგარჩიეს. როგორ გაიგე ამის შესახებ?

საბოლოო ეტაპზე, როდესაც უკვე გეუბნებიან აგარჩიეს თუ არა, მქონდა შეხვედრა ჩემს მენეჯერთან, რომელმაც ეს ამბავი მახარა. იმ მომენტში ძალიან ბედნიერი ვიყავი, გააზრებულიც არ მქონდა, რომ შეიძლება ამერიკაში წავსულიყავი.

– აწ უკვე შერჩეულის სტატუსის შემდგომ რა სირთულეები და გამოწვევები შეგხვდა გამგზავრებამდე?

ეს პროექტი მოითხოვს საკმაოდ დიდ სამზადის გაფრენამდე, რადგან ბევრი ეთიშება მას სირთულიდან გამომდინარე. ამიტომაც უცხოელი მენეჯერები გვიტარებდნენ ტრენინგებს ჯერ კიდევ საქართველოში დაახლოებით 5 თვის განმავლობაში. ეს  ტრენინგები იყო როგორც საგანმანათლებლო ასევე მენტალური, ფიზიკური, შემეცნებითი. გვიწევდა სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობა, სხავადასხვა წიგნების წაკითხვა, დავალებების შესრულება, რაც ძალიან საინტერესო და გამორჩეული იყო აქამდე ჩემთვის განვლილი პროექტებიდან

– გვესაუბრე შენს ფიქრებსა და განცდებზე გამგაზვრებისას და ჩაფრენისას?

თავიდან ძალიან მეშინოდა, რადგან სამშობლოს ამდენი ხნით ვტოვებდი  ასე შორს, თან ამ პერიოდში დაემთხვა ეს პოლიტიკური არეულობაც, რომელიც საკმაოდ მოქმედებდა ჩემზე. იქ ჩასვლისას თავდაპირველად ვერც კი ვაცნობიერებდი, რომ ჩემს საოცნებო ქვეყანაში ვიყავი. ყველაფერი ძალიან არარეალურს გავდა. მაგრამ მალევე შევეჩვიე იქაური ცხოვრების სტილს. მთელი ყურადღება ამ პროექტში ჩავაქსოვე და საკმაოდ კმაყოფილიც ვიყავი ჩემი თავით.

– გვესაუბრე გამოწვევებსა და სირთულეებზე, რომელთა დაძლევაც მოგიწია შენი ამერიკაში ყოფნისას

სირთულე შეეხებოდა უშუალოდ პროექტს, რადგან ეს არ იყო მარტივი. უდიდესი გამოცდილება მივიღე 3 თვის განმავლობაში, ისეთი რომელიც არც ერთ ქართულ კომპანიაში არ მიმიღია. რეალურად ამერიკაში გვიწევდა საკუთარი ბიზნესის წარმოება და კომპანია გვეხმარებოდა ყველანაირად და გვასწავლიდა ყველაფერს, არა მარტო საქმის მხრივ, ასევე ცხოვრებისეულადაც, რომელმაც ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე, გამზარდა როგორც კარიერულად, ასავე მენტალურად, ფსიქოლოგიურად და საკმაოდ დიდი გამოცდილება მომცა დროის მცირე მონაკვეთში.

-რა ისწავლე, როგორ გაიზარდე პიროვნულად?

ამ პროექტმა სრულიად შემიცვალა აზროვნება ნებისმიერი თემის მიმართ, პირველ რიგში კი შემიცვალა დამოკიდებულების სტილი საქმის მიმართ და შემძინა ისეთი დიდი გამოცდილება რაც ალბათ არასდროს არ დამავიწყდება. გავიცანი უამრავი უცხოელი სტუდენტები, ოჯახები და  ტოპ-მენეჯერები, რომლებიც უკეთესობისკენ ცვლიან ბევრი ადამიანის ცხოვრებას.

– რჩევა რეკომენდაციები მათთვის ვისაც სურს პროგრამაში მონაწილეობა

 ჩემი აზრით ყველა ადამიანმა უნდა გამოსცადოს და მიიღოს მონაწილეობა ამ პროგრამაში, რადგან დიდ გამოცდილებას აძლევს ადამიანებს ყველანაირი კუთხით. რაც შეეხება რჩევებს მთავრია იყვნენ მონდომებულები და შეეძლოთ საქმის ბოლომდე მიყვანა, რასაც მიზნად დაისახავენ ბოლომდე უნდა მიიყვანონ, ეს არის მთავარი ამ პროექტში.

– რითი გამოირჩევა ეს პროექტი სხვებისგან და თუ არის რაიმე პრიზები პროექტში?

ეს პროექტი სხვებისგან მრავალი კუთხით გამოირჩევა, გარდა იმისა რომ გაძლებს ძალიან დიდი გამოცდილებას, ასევე აქ არის მრავალი პრიზი ყოველ კვირა უშუალოდ ამერიკაში ყოფნის დროს. ეს პრიზებია Iphone-ები, Iphone-watch, dedication price da სხვა მრავალი. პროექტის დასრულების შემდეგ თუ სტუდენტი დადებს სასურველ შედეგს მას ელოდება დაუვიწყარი sizzler trip ეგვიპტეში 5 ვარსკვლავიან სასტუმროში სრულიად უფასოდ. ასევე არის სერტიფიკატები, რომლებიც ადასტურებენ რომ პროექტში მონაწილეობა მიიღეთ. გარდა ამისა პროექტი სტუდენტს აძლევს გაზრდის საშულებას, თავიდან ხარ როგორც სტუდენტი, შემდეგ ხდებით Student manager, sales manager, organization leader, DSL. და ასევე მთელი წლის განვავლობაში არის  პრიზები და მოგზაურობები სხვადასხვა ქვეყნებში.