#102 (ჩემთვის) მეტი ვიდრე ოთახი <3

ალბათ ეს ის ბლოგი იქნება სადაც ყველაზე სუბიექტური ვიქნები და ამას თავიდანვე ვაღიარებ. ვინც არ იცით #102 ოთახი ეკონომიკასა და ბიზნესის ფაკულტეტზე ეკუთვნის სტუდენტურ თვითმმართველობას და შესაბამისად ბლოგიც თვითმმართველობას ეხება.

 

ამბის მოყოლა ცოტა შორიდან უნდა დავიწყო….. როგორც იცით, პირველ სემესტრში თსუ-ში ჩვენ ჩვენი ჯგუფი გვაქვს, ყველანი ერთად დავდიოდით სემინარებსა და ლექციებზე, და მთელი ეს დრო ერთი პატარა ოჯახი  ვიყავით, თუმცა მეორე სემესტრიდან ყველაფერი იცვლება, ყოველ სემინარზე სულ სხვა სახეებს ვხედავთ და გვინდა თუ არა დროთა განმავლობაში ის პირველი ჯგუფი გვეკარგება….. მე, საბედნეროდ, გამიმართლა – იმ ჯგუფიდან ბევრი მეგობარი შემომრჩა, ერთი კი განსაკუთრებულია. განსაკუთრებულია, პირველ რიგში, იმიტომ, რომ ერთ დღეს ვართ დაბადებულები, და, მეორე, იმიტომ, რომ ამ სამი კურსის განმავლობაში საგნებს ერთად ვირჩევთ, ყველაფერში ერთი ლექტორი გვყავს და უნივერსიტეტშიც თითქმის სულ ერთად ვართ. თუმცა სასაცილოა, შენს კურსზე 840 სტუდენტია და მათგან მხოლოდ ერთი ადამიანი გყავს ისეთი, რომელთანაც ყოველდღიური ურთიერთობა გაქვს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, გავმხდარიყავი თვითმმართველობის წევრი, ეს ჩემმა უახლოესმა მეგობარმა მირჩია, რომელიც ასევე პირველი ჯგუფიდან შემომრჩა და დაჟინებით მიმიყვანა განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტში…. (რისთვისაც ყოველთვის მადლობელი ვიქნები მისი) როგორც იქნა, კვლავ ვიგრძენი გუნდის ნაწილად თავი და გააზრებაც ვერ მოვასწარი, რომ მაღლივში უკვე უამრავი მეგობარი შევიძინე, გარდა ამისა, ბევრს ვსწავლობდი პროექტებიდანაც და ადამიანებისგან, რომლებიც იყვნენ ხელმძღვანელები, წევრები, უბრალოდ გუნდის წევრები.  უნდა აღვნიშნო, რომ მისვლის პირველივე დღეს მითხეს სიტყვები „ჩვენთან თანამდებობა პირობითია“ და ხმამაღლა შემიძლია ვთქვა რომ ამ პირობას ყოველი წევრი პირნათლად ასრულებდა, ჩვენთვის პრიორიტეტი მუდამ ერთმანეთი  იყო, ასე არის და ასე იქნება…. თუმცა, ამის გარდა, არ ვივიწყებდით არც საქმეს და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი დეპარტამენტი საკმაოდ წარმატებულია მაღლივში, ჩვენ შეგვიაძლია თვითკრიტიკის საშუალებით აღმოვფხვრათ ხარვეზები და თვითგანვითარებით მივაღწიოთ ყოველ მიზანს… 

და მაინც, რატომაა თვითმმართველობა ჩემთვის მნიშვნელოვანი? ამაზე ძალიან მარტივი და გასაგები პასუხი მაქვს… ყოველთვის ვფიქრობდი, რა უნდა მოეცა ჩემთვის უნივერსიტეტს ყველაზე ძვირფასი? ალბათ ცოდნა, თუმცა ამ სამი წლის განმავლობაში მივხვდი, რომ ეს ასე არაა… როდესაც ბაკალავრიატს დავამთავრებ, როდესაც 240 კრედიტი მექნება და დიპლომს მივიღებ, ეს იქნება მხოლოდ ფარატინა ქაღალდი, ხოლო ამაზე გაცილებით ძვირფასი ის ოჯახი –  ის მეგობრებია, რომლებიც თვითმმართველობამ მაჩუქა <3

 

დაბოლოს… მე დღეს განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტის კოორდინატორი ვარ, ვიცი, ამას ჩემი დეპის ყველა წევრი წაიკითხავს და მე მინდა თქვენ გითხრათ: არ აქვს მნიშვნელობა, რამდენ პროექტს გავაკეთებთ, როგორ ჩავატარებთ მათ… გახსოვდეთ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი თქვენ ხართ და უბრალოდ გაუფრთხილდით – ურთიერთობებს  <3