ზაფხულის დიდი ისტორია

?მოხალისეობრივი გაცვლითი პროგრამის მონაწილე – მარიამ ბაჭაძე იტალიიდან:

“აღმოვაჩინე რომ ჩემი ცხოვრება სავსეა მინიშნებებით, თუმცა, მათ გამოვიყენებ თუ არა, ეს ჩემზეა დამოკიდებული. ამისთვის ხშირად მეტი სიმამაცე და ჩემი თავის რწმენა მჭირდება. ერთ დილას, რომელიც მეგონა რომ არაფრით გამოირჩეოდა სხვებისგან, სრულიად შემთხვევით ჩემი ყურაღება მიიქცია აისეკის პროექტმა იტალიაში. ზუსტად ორ წუთში დავრეგისტრირდი და როგორც ყოველთვის ჩემი სტუდენტური ცხოვრების რუტინას მივყავი ხელი.გულახდილი ვიქნები და გეტყვით, რომ მიუხედავად ჩემი დიდი სურვილისა, ამ პროექტში გამარჯვება შორეულ ოცნებას ჰგავდა ჩემთვის. დაახლოებით ერთი თვე შესარჩევ საფეხურებს გავდიოდი ისე, რომ მშობლებმაც კი არ იცოდნენ. ბოლოს მოხდა ის, რამაც ჩემი ცხოვრება და ამასთან ერთად ჩემი ფიქრები, ოცნებები, განწყობა და შემართება სრულიად შეცვალა და წარმატებული და ნათელი გზისკენ მიმართა.



უეცრად ჩემში ის შესაძლებლობები ვიპოვე, რომლებიც მთელი ამ დროის განმავლობაში სადღაც იმალებოდა. ადრე თუ თითო ნაბიჯით მივიწევდი წინ, ამჯერად შეუწყვეტლივ დავიწყე ნაბიჯების გადადგმა თანაც ყოველგვარი შიშის გარეშე.


იტალიაში ჩემი ჩასვლის პირველი დღიდან მივხვდი, რომ დაუვიწყარი გამოცდილება მელოდა წინ. ყოველი დღე ძალიან განსხვავებული და ნათლი იყო.



პროექტის მიხედვით მქონდა ორი სამსახური სადაც ჩემს გამოცდილებას ვაგროვებდი. ერთი მასპინძელ ოჯახში, პატარა ოთხი წლის ჯულიასთან, მეორეც ლავისში იტალიელ ბავშვებთან. ვიყავი ინგლისურის მასწავლებელი და ამასთან ერთად უცხო კულტურის მატარებელი და ვცილობდი ჩემი იქ ყოფნით მიმეცა მათთვის საშუალება გაცნობოდნენ უცხო ენას, უცხოურ კულტურას და ა.შ.



თავისუფალ დროს ვმოგზაურობდი ოჯახთან ან ჩემს უცხოელ მეგობრებთან ერთად. გადამხდა არა ერთი დაუვიწყარი ისტორია, რომლებიც დარწმუნებული ვარ მუდამ და ყოველთვის ღიმილს მომგვრიან. ვენეციაში შტორმის ეპიცენტრშიც კი აღმოვჩნდი. მაშინ რა გითხრათ, მაგრამ ახლა კი მეცინება და ღიმილით ვიხსენებ ჩემს დაუვიწყარ თავგადასავალს.



ჩემი ამბის თხრობა სწორედ იმით დავიწყე, რომ ცხოვრება სავსეა მინიშნებებით. მე ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ შევძელი იმ მინიშნების პოვნა და გამოყენება, რომელიც დასაწყისი იქნებოდა ჩემი ახალი და წარმატებული ცხოვრებისა.” 


დარეგისტრირდი: http://aiesec.org/