fbpx
გზამკვლევი

ყველაფერი Fab Lab TSU-ს შესახებ

ფაბლაბი  (სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია და ბიზნეს-ინკუბატორი) თსუ-ში შეიქმნა 2015 წელს თბილისის მერიის მხარდაჭერით.  მისი მიზანია სტუდენტების ინოვაციური იდეების გენერირება და გამოგონებების შექმნა. ფაბლაბი  თსუ-ის სტუდენტებს საშუალებას აძლევს ჩამოაყალიბონ და რეალობად აქციონ საკუთარი ბიზნეს იდეები, პირველი ნაბიჯები გადადგან საკუთარი Start-Up ბიზნესის დასაწყებად.

  • Fab Lab TSU განთავსებულია თსუ-ის მეათე (მაღლივ) კორპუსში 321-ე აუდიტორიაში.
  • Fab Lab TSU-ს ოფიციალური Facebook გვერდი.
  • Fab Lab TSU – სტუდენტებს სთავაზობს უნიკალურ სერვისს, რომელიც მოიცავს ბიზნეს ანალიტიკოსებთან კონსულტაციებს, შეხვედრების დაგეგმვას პოტენციურ ინვესტორებთან, მუშაობას გრაფიკოსებთან და სპეციალურ ტექნიკურ პერსონალთან.
  • Fab Lab TSU-ში სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ წარმოადგინონ, ან ადგილზე შეიმუშავონ სასურველი პროდუქციის ნახაზები. შემდეგ კი უნიკალური, მაღალტექნოლოგიური და თანამედროვე აპარატურის გამოყენებით უსასყიდლოდ შექმნან პროდუქტის პროტოტიპები. 


☼ #თუ ვებ საიტი გჭირდება,უკვე იცი ვისთან იკითხო - ჩვენი პარტნიორია Gmonreal Studio

   Fab Lab TSU გეგმავს კომერციალიზაციას, რომელიც გულისხმობს ფაბლაბის სერვისების განხორციელებას კომერციულად, რაც მის მომსახურებას ხელმისაწდომს გახდის არამხოლოდ სტუდენტების, სხვა დაინტერესებული პირებისთვისაც.

  Fab Lab TSU-ში წარმოდგენილია შემდეგი ძირითადი დანადგარები:

  1. 3D პრინტერები: ა. uPrint 3D       ბ. Dual Extruder
  2. Epilog Fusion – ლაზერული დანადგარი.
  3. UV Printer -ულტრაიისფერი სხივით ბეჭდვა/ ლამინირებისთვის
  4. CNC დანადგარი
  5. 3D სკანერი

   აღსანიშნავია, რომ თსუ-ის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია და ბიზნეს ინკუბატორმა ფაბ-ლაბების მსოფლიო ასოციაციაში გასაწევრიანებლად ყველა კრიტერიუმი დააკმაყოფილა და ლაბორატორიების მსოფლიო რუკაზე გამოჩნდა, რაც ლაბორატორიას საშუალებას აძლევს აქტიური კომუნიკაცია დაამყაროს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მდებარე Fab Lab-ებთან, მიიღოს და გაავრცელოს ინოვაციების დარგში არსებული ცოდნა და გამოცდილება.

ნებისმიერი შეკითხვის არსებობის შემთხვევაში დააკომენტარეთ ბლოგზე ან დაგვიკავშირდით FB გვერდზე.
წარმატებას გისურვებთ!

კომენტარები