ამ ზაფხულს🎯გახდი მასპინძელი ოჯახი და აღმოაჩინე სამყარო სახლიდან გაუსვლელად!
🎯უმასპინძლე უცხოელ მოხალისე ახალგაზრდებს და გაეცანი სხვა ქვეყნების კულტურასა და ტრადიციებს.
🎯მიიღე მეტი შესაძლებლობა გაიუმჯობესო ინგლისური ენის დონე და ამავე დროს მიიღო არაჩვეულებრივი შანსი – 30%-იანი ფასდაკლება AIESEC-ის მოხალისეობრივ გაცვლით პროგრამაზე!
 რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე:
http://bit.ly/2BcakeM


ნება მოგვეცით, გაგაცნოთ მსოფლიოში ყველაზე დიდი სტუდენტური ორგანიზაცია AIESEC (აისეკი), რომელიც მოიცავს 2400-მდე უნივერსიტეტს 126 ქვეყნის მასშტაბით. იგი წარმოადგენს საერთაშორისო პლატფორმას ახალგაზრდებისათვის, რომელიც ეხმარება მათ წარმოაჩინონ და განავითარონ საკუთარი პოტენციალი, საზოგადოების განვითარებაში მათი პირადი წვლილის შეტანის საშუალებით.
“აისეკს” (AIESEC) აქვს კომპანიებთან და უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებთან ურთიერთობის 70 წლიანი გამოცდილება. ორგანიზაციის ინოვაციური განვითარების პროცესები შედგება საერთაშორისო მოხალისეობრივი და პროფესიული სტაჟირებების, ასევე ორგანიზაციის წევრობის პროგრამებისგან.


☼ #თუ ვებ საიტი გჭირდება,უკვე იცი ვისთან იკითხო - ჩვენი პარტნიორია Gmonreal Studio

“აისეკ საქართველო” საერთაშორისო ქსელს შეუერთდა 2006 წელს და მას შემდეგ ორგანიზაცია სწრაფად იზრდება.
“აისეკი” ყოველწლიურად 27,000-ზე მეტ საერთაშორისო გაცვლით პროგრამას ახორციელებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
პროექტის განსახორციელებლად ვიწვევთ უცხოელ მოხალისე სტაჟიორებს და ქართულ ოჯახებს ვაძლევთ საშუალებას, უმასპინძლონ მათ, რომლებიც საცხოვრებლით უზრუნველყოფენ უცხოელებს 2-დან-6 კვირის განმავლობაში სასურველი დროით.

მასპინძელი ოჯახი მიიღებს 30%-იან ფასდაკლებას გაცვლით პროგრამაზე უცხოეთში და “აისეკის” (AIESEC) მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში უფასო მონაწილეობის საშუალებას.

თუ გსურთ, გახდეთ მასპინძელი ოჯახი, შეავსეთ აპლიკაცია.

AIESEC – ის გუნდი წინასწარ გიხდით მადლობას თანამშრომლობისთვის 😉

კომენტარები