ადამიანებს ყოველდღიურად უამრავ სირთულესთან გვიწევს შერკინება. დაჩქარებულ დროსთან ერთად ჩვენი პრობლემების რაოდენობაც საგრძნობლად ჩქარა მატულობს და ერთგვარ ლაბირინთში ვეხვევით. იღვიძებ და თითქოს უკვე დაღლილი ხარ მოსალოდნელი დატვირთული დღით – უნივერსიტეტი,სამსახური,გამოცდები, ურთიერთობები მშობლებთან, მეგობრებთან , ახლობლებთან და ზოგჯერ უცნობებთანაც , რომლებიც უდიდეს ძალისხმევასა და ენერგიას მოითხოვენ შენგან. ამას ემატება ქაოტური, დაულაგებელი, ზოგჯერ გაუგებარი,ზოგჯერ კი შურითა და ბრძოლით სავსე სამყარო, ტრანსპორტის გაუმართაობა, სოციალიური ურთიერთობების რღვევა, გაციებული სახეები და ცარიელი შენ . თითქოს ყველა მხრიდან ვალდებულებების ბორკილებში ხარ გახვეული, შენ სულს კი თავისუფლება წყურია. თითქოს სამყარო შავ-თეთრია და ამ შავ-თეთრ სამყაროში მხოლოდ შენი საქმეები არის ჭრელი რაოდენობრივი სიმრვალის მიხედვით. ამას ემატება გვიანი გაზაფხულივით ჩუმად შემოპარული გამოცდები, რომლებიც ისე შორს გეგონა, არადა უკვე კარს მოგდგომია და კოდალასებრი კაკუნით გიმწარებს დილის საამო ძილს. შესაბამისად ვეღარც იძინებ და ვეღარც მეცადინეობ, ან კი რა უნდა იმეცადინო როცა საკითხების უმრავლესობა გავლილი კი არა წაკითხულიც კი არ გაქვს. ერთ დღეს უბრალოდ ხვდები , რომ აღარ გაქვს ძალა, არც ბრძოლის , არც შრომის , არც სამყაროს გაფერადების, არც ურთიერთობების და მიდიხარ შეკითხვამდე მოპოვებადია კი წარმატება ? ღირს განა ამდენი ბრძოლა?
            მეგობრებო , თუკი ამ სტატიაში საკუთარი თავები ამოიცანით , მაშინ ის სწორედ თქვენთვისაა. არაფერი საგანგაშო, თქვენ უბრალოდ ემოციურად გადატვირთული ბრძანდებით . ასეთი მომენტები ცხოვრებაში ალბათ ყველას გვიდგება ,მის საფუძველს კი ემოციის გაუცნობიერებლობა და მისი უკონტროლობა იწვევს. არსებობს ერთი პატარა და ამავდროულად უდიდესი საიდუმლო, არაფერი ჩვენში თავისთავად არ არსებობს ,ნებისმიერი ემოცია ჩვენი ბრძანების შედეგად იბადება, ასე მაგალითად : არ არსებობს გამაბრაზებს , არსებობს გავბრაზდი, არ არსებობს მაწყენინეს , არსებობს მეწყინა ,არ არსებობს მომატყუეს, არსებობს მოვტყუვდი და ა.შ ამგვარადვე არ არსებობს დაღლა , მანამ საკუთარ თავს არ ეტყვით , რომ დაღლილი ხართ , შეძლებთ შეუჩერებლად იმუშაოთ. ამგვარი სტრესის დასაძლევად, საკუთარ თავზე გასამარჯვებლად , ურთიერთობის დასალაგებლად და მოტივაციის შესანარჩუნებლად, უპირველესყოვლისა აუცილებელია საკუთარი ემოციის გაცნობიერება, შეხედეთ მას თვალებში, ისევე როგორც თვქენ მეგობარს უყურებთ ,რაიმე მნიშვნელოვანის თქმისას და დაარქვით სახელი,ნუ შეგეშინდებათ,დაღლილობის, სიბრაზის, წყენის , იმედგაცრუების მთავრია დასვათ დიაგნოზი ,შემდეგ კი მის მკურნალობას თავადვე შეძლებთ. ტყუილად არ უთქვამს ილიას – ავად თუ კარგად ჩვენი თავი ჩვენავდე გვეყუდნისო,ის ვინც შეძლებს მართოს საკუთარი თავი და ემოცია გამარჯვებული იქნება.ახლა კი გთავაზობთ ემოციების მართვის კონკრეტულ საშუალებებს:
     1)ემოციების დათრგუნვა-ხშირად არ ვიაზრებთ , უარყოფით ემოცებს ,გვირჩევნია თვალი დავხუჭოთ და დავივიწყოთ; ეს ძალიან ცუდი ხერხია ,რადგან დამალული                     მონსტრები ადრე თუ გვიან საკუჭნაოდან აუცილებლად გამოძვრებიან,ასე ,რომ ჯობს მათ არ მიმართოთ.
    2)ემოციური აფეთქება-მოთმენის შედეგად სავსე ემოციების ერთიანად ამოღება და გათავისუფლება.
    3)ემოციის ენერგიის გამოყენება – ემოციები არ უნდა დავყოთ დადებითად და უარყოფითად,ნებისმიერი ემოცია უმჯობესია მივიჩნიოთ რესუსრად , რომლის გამოყენებაც          ჩვენდა სასიკეთოდ შეგვიძლია.მაგალითად თუკი ვართ გაბრაზებულები მაშინ შეგვიძლია ეს მდგომარეობა გამოვიყენოთ კრიტიკული წერილების დასაწერად და ა.შ (ეს              საუკეთესო საშუალებაა).
    ახლა კი შემოგთავაზებთ ხუთ აპრობირებულ ხერხს კონკრეტული ემოციის შესაქმნელად :
1)სხეულის მოყვანა კონკრეტულ მდგომარეობაში -(ტვინი იმეორებს სხეულის ბრძანებას);
2)გრძნობების ვერბალიზაცია ანუ წერა, გაანდეთ ფურცელს თქვენი ემოციები და სამომავლო გეგმები;
3)კონცენტრაცია სუნთქვაზე (უბრალოდ დააკვირდით სუნთქვის პროცესს და ჩაიფიქრეთ სასურველი მდგომარეობა) ;
4)სუნთქვის შეკავება რამდენიმე წამით (ამ დროს ტვინი ერთგვარ “RESTART”-ს აკეთებს;
5)მეტაპოზიცია- წარმოიდგინეთ ,რომ თქვენ არსებაში ორი ადამიანია გაერთიანებული რეჟისორი და მსახიობი, დააკვირდით თქვენ თავს რეჟისორის პოზიციიდან.
         და ბოლოს, როგორი გადაღლილებიც არ უნდა იყოთ, რამდენი საქმეც არ უნდა გქონდეთ და გამოცდაც , გახსოვდეთ ,რომ არცერთი არსება დედამიწაზე არ გგავთ თქვენ, მთავარია მართოთ საკუთარი ემოციები და ნებისმიერი ცხოვრებისეული თუ საუნივერსიტეტო გამოცდა გაცილებით სასიამოვნო და წარმატებული ჩასაბარებელი გახდება.

კომენტარები