ყოველდღიურად ჩვენ უამრავ ინფორმაციებს ვიღებთ , სახლიდან , სამსახურიდან , უნივერსიტეტიდან , სკოლიდან , მეგობრებისგან თუ უბრალოდ საზოგადოებრივ ტრანსპორტში გამართული საუბრებიდან . ამასთანავე ვუყურებთ ფილმებს, ვკითხულობთ ლიტერატურას , ვაბარებთ გამოცდებს და საბოლოო ჯამში არცთუ ისე ცოტა ინფორმაციის მფლობელები ვხდებით ,მაგრამ როცა დგება მომენტი ამ ინფორმაციის ხალხის წინაშე წარმოჩენისა ჩვენი უმრავლესობა მაშინვე უკან იხევს . ხშირად გვგონია ,რომ საჯაროდ გამოსვლის ხელოვნება ჩვენი საქმე არ არის , არადა რამდენჯერ გვინატრია სხვისი გამოსვლის ყურებისას ემოციით აღსვებულებს ჩვენც შეგვძლებოდა მასებზე ასეთი ზეგავლენის მოხდენა , რამდენჯერ წარმოგვიდგენია ჩვენი თავი ტრიბუნასთან ან უბრალოდ ადამიანად, რომელსაც ყველა აღფრთოვანებით უსმენს და შეუძლია სვებისთვის იქცეს შთაგონების წყაროდ ან უბრალოდ მოტივაციად. მჯერა ,რომ ბევრჯერ  და ეს ბუნებრივიცაა ,რადგან აშკარად თუ ფარულად , ჩვენ ყველას გვინდა ,რომ გვისმენდენ და იმისთვის ,რომ გვისმენდნენ აუცილებელია დავძლიოთ შიშები . საჯაროდ გამოსვლის უნარი , ჯანსაღი მეტყველბა და კარგი კომუნიკაციის ხერხების ცოდნა , ის უნარებია ,რომლებიც ყოველი ფეხის ნაბიჯზე განაპირობებს ჩვენი პირადი თუ კარიერული წინსვლის სიჩქარეს . სწორედ ამიტომაც , ვთვლი რომ ეს ინფორმაცია თითოეული თქვენგანისთვის ძალზედ საჭირო და მიშველოვანია . მე გთავაზობთ ,რამდენიმე აპრობირებულ მეთოდს  თუ როგორ უნდა მოვამზადოთ ჩერნი ქეისი საჯაროდ გამოსვლის დროს , რადგან კარგი ქეისი თავდაჯერებულობას გვმატებს და ის პირდაპირი იარაღია საზოგადოების ყურადღების მისაქცევად .
იმისათვის ,რომ ჩვენი საჯარო გამოსვლა შედგეს საჭიროა რამდენიმე მნიშვნელოვანი პუნქტის გათვალისწინება :
1.ეთოსი (რისთვის ვამბობ?)- ღირებულებათა ის სისტემა , რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში გვიყალიბდება .წარმატებული საჯარო გამოსვლისთვის აუცილებელია გვქონდეს გარკვეული ფასეულობათა სისტემა , მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას ,რომ ჩვენ კატეგორიულები უნდა ვიყოთ , რადგან ადამიანი , რომელსაც ჰგონია , რომ ყველაფერი იცის ყველაზე მძიმე მოსასმენია . მარტივად , რომ ვთქვათ ეთოსი ეს არის ის შინაგანი ხმა , ღირებულება და არჩევანი რაც ჩვენი პიროვნების ინდივიდუალურობას განსაზღვრავს.
   2.ლოგოსი (რას ვამბობ ? )- ეს არის  ძირითადი შინაარსი , არსი . ლოგოსი მოიცავს თეზისს , არგუმენტს , მოწოდებას/დასკვნას/მიმართულების მიცემას/განწყობის შექმნას. ლოგოსი საკმაოდ ბევრ შრომას და გონებრივ დატვირთვას მოითხოვს ,მის სწორად შედგენაზეა დამოკიდებული ჩვენი გამოსვლის სიციცხლისუნარიანობა. ამიტომაც შემოგთავაზებთ იმ ნაბიჯებს ,რომლებიც ლოგისის წერისას გამოგადგებათ :
         გამოგონება – მანამ ,სანამ მთლიანი ტექსტის აგებას შუდგებით ,საჭიროა გამოიგონოთ მტავარი შეტყობინება , თეზისი ,რომელიც უნდა იყოს მკაფიო, ლაკონური და რომელსაც უნდა უკავშირდებოდეს გამოსვლის დანარჩენი ნაწილები .
         განლაგება- ბუნებირვია ჩვენი მსჯელობა უნდა ეყრდნობოდეს არგუმენტებს. არგუმენტი უნდა იყოს 3 მაქსიმუმ 4 , აუცილებელია მათი დემარკაცია და პრიორიტეტიზაცია ,ანუ სიძლიერის მიხედვით დალაგება . გაითვალისწინეთ ,რომ ფსიქოლოგების დასკვნების მიხედვით ადამიანები ყველაზე უკეთ პირველ ან მესამე არგუმენტს იმახსოვრებენ.
        მორთულობა – ჩვენი გამოსვლა შეგვიძლია შევადაროთ კერძის მომზადებას . ჩვენ შეიძლება კერძი მოვამზადოთ საუკეთესო ინგრედიენტებით , მაგრამ თუკი მას არ მოვრთავთ და მიმზიდევლად არ ვაქცევთ მაშინ მას უბრალოდ არ ეყოლება დამაგემოვნებელი . ამიტომაც ჩვენი გამოსვლის შემფასებელი და მომსმენები მხოლოდ ჩვენ რომ არ ვიყოთ , საჭიროა ჩვენი ტექტი გავაფორმოთ ციტატებით , ცნობილი გამონათქვამებით , გამხსნელებით ( მოულოდნელი პასაჟ , რაიმე ნივთი , ინფორმაცია ,რომელიც უპირატესობას გვანიჭებს და ა.შ. ). ეს ყველაფერი ჩვენ ტექსტს ალამაზებს და მსმენელბის ყურადღებას იპყრობს .
4.დამახსოვრება- დამახსოვრება ყველაზე რთული კომპონენტია ,რადგან ადამიანის ტვინი მალე დუნდება .ამიტომ გთავაზობთ დამახსოვრების რამდნეიმე ხერხს : ინფორმაციების გამეორება გარკვეული სიხშირით ( 6 საათის , 12 საათის , 24 საათის და ა.შ ინტენსიობით ) ; ლექსების დაზეპირება ,რაც ჩვენი მახსოვრობის უნარს აუმჯობესებს და დარბაზის მეთოდი ოთახების მიხედვით ინფორმაციების დამახსოვრება .
5. წარმოთქმა- ჩვენი წარმატების 93 პროცენტი სოწრედ მასზეა დამოკიდებული. ჩვენი წარმოთქმისას უნდა გავითვალისწინოთ ტემრბი ,პაუზები ( „პაუზები საჯაროს გამოსვლისას იგივეა , რაც ჩარჩო ლამაზი სურათისთვის ) , მოძრაობა , აუდიტორიასთან კონტაქტი და ა.შ.
საბოლოო ჯამში , ეს არის ის ხერხები რაც ვფიქრობ დაგეხმარებათ წარმატებული გამოსვლის მოსამზადებლად . მეგობრბო მინდა გითხრათ ,რომ ყოველდღიურად ამდენს იმიტომ არ შრომობთ , იმიტომ არ სწავლობთ და კითხუოლობთ ,რომ უკვალოდ გაქრეს თვქენი შრომა , საჯაროდ გამოსვლა კი სწორედ ამ კვალის დატოვებაში გეხმარებათ . გახსოვდეთ , რომ თქვენი გამოსვლის უნარი არის უდიდესი ძალა ,რომელსაც შეუძლია გაკონტროლებინოთ საკუთარი თავი და სხვები. და თუკი ოდესმე მომზადებულები გამოსვლის წინ უკან დახევას გადაწყვეტთ გაიხსენეთ დემოსთენე , უდიდესი ორატორი ,რომელიც თავის დროზე ენაბლუ იყო ,მაგრამ საკუთარ თავზე მუშაობით ორატორიის ერთ-ერთ მამად იქცა . ამიტომაც დაძლიეთ შიშები და მიიღეთ სიამოვნება სემინარის მოყოლის თუ საჯაროდ გამოსვლის დროს ,რადგან თქვენ ეს შეგიძლიათ .

კომენტარები