აბიტურიენტები

დამატებით საგნად ლიტერატურას აბარებ? წაიკითხეთ რეკომენდაციები

ჩემი სტატიის მიზანია საკუთარი გამოცდილება გაგიზიაროთ თქვენ, აბიტურიენტებს,    რომლებმაც  ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დამატებით საგნად ლიტერატურის ჩაბარება გადაწყვიტეთ.

დავიწყოთ ტესტის სპეციფიკით


☼ #თუ ვებ საიტი გჭირდება,უკვე იცი ვისთან იკითხო - ჩვენი პარტნიორია Gmonreal Studio

მინდა აღვნიშნო, რომ ზემოთ აღნიშული გამოცდა საკმაოდ განსხვავდება ქართული ენისა და ლიტერატურის ზოგადი გამოცდისაგან.

იგი  თქვენგან მოითხოვს ტექსტების ძირფესვიანად, დაწვრილებით ცოდნას, სასურველია ლექსების ზეპირად სწავლა, რათა ტესტის დასაწყისში მოცემულ კითხვებს პასუხი სრულად  გასცეთ.

ღია კითხვების შემდეგ  თქვენ უნდა შეასრულოთ დავალება, რომელშიც მოცემული ორი ტექსტი უნდა შეადაროთ ერთმანეთს. აბიტურიენტი უნდა ეცადოს, რომ თემაში გამოამჟღავნოს  არამხოლოდ შედარების უნარი, არამედ საკუთარი ზოგადი განათლება, ამიტომ სასურველი იქნება თუ მცირე დოზით გამოიყენებთ ანალოგიებს, ასოციაციებს სხვა ნაწარმოებებიდან.

შემდეგი დავალებაა ეგრეთწოდებული ესსე სამი მითითებით. რამდენჯერმე წაიკითხეთ ტექსტი, ზუსტად გაიაზრეთ შინაარსი და მითითებები, რადგან კითხვიდან შინაარსობრივად გადახვევის  შემთხვევაში მთელი შრომა წყალში ჩაგეყრებათ. ზუსტად დაუკვირდით რაზე  გევალებათ პასუხის გაცემა.. და რაც ყველაზე მთავარია, აუცილებლად გამოიყენეთ  მხოლოდ პროგრამით გავლილი ნაწარმოები!!!

გარდა ამისა, საჭიროა მობილიზება, ეცადეთ ნაკლებად ინერვიულოთ, ვიცი, რომ ეს ძალიან რთულია, მაგრამ საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, რომ დიდ ხელისშემშლელ ფაქტორს წარმოადგენს.

დაგეხმარებათ წინა წლების ტესტების გაკეთება, რადგან გაიგებთ ღია კითხვები რა სახისაა და ასევე რა შეიძლება მოითხოვონ თქვენგან სხვა დავალებებში.

 

კომენტარები
ტარიელ ლომაია

სიახლეებისთვის მოიწონეთ ჩვენი გვერდი