fbpx
ბლოგი

ახალი დღე – ახალი დასაწყისი

შემოდგომის წვიმიანი ღამის საოცარი სურნელი ოთახს რაღაც იდუმალით ავსებს . პარადოქულად ჟღერს თუმცა სიმართლეა ამ ცელქი წვეთების გაუთავებელი ხმაური სულში სოაცარ სიმშვიდეს ბადებს და შენც გინდება გაჰყვე მათ იმ ბუნდოვან სამყაროში საიდანაც მოდიან , გინდა შეწყვიტო გაუთავებლ საზრუნავზე ფიქრი და უბრალოდ გაშეშდე წამიერ სიჩუმეში …. თუმცა კედელზე პატარა საათი ტოლს არ უდებს წვიმის წვეთების წკარუნს , მანამ სანამ თვალს არ მოგტაცებს და გულს არ გაგიხეთქვას … ჰოი საოცრებავ,დრო კვლავ გაგეპარა და უკვე ღამის ორი საათია , წინ კვლავ ქსეროქსების ჯარი გიდევს რომელთა წინაშეც უძლურია ატილასეული ფრაზა რომ თითქოს ხშირი ბალახი ადვილად ითიბება… კვლავ გახსენდება საქმეები და უბრუნდები წერას ,შემდეგ კი აღმოაჩენ რომ რვეული გაგთავებია ,არადა იმდენი რამ დაგრჩა სათქმელი , ღამის ორ სააძე რა გინდა რომ ქნა … ან ქულა უნდა გაწირო , ან საგანი , ან ორივე დაივიწყო და მშვიდად გააგრძელო ძილი…

ზოგჯერ მგონია ,რომ ჩვენი ცხოვრება ძალიან გავს რვეულს ,ზოგის დღეები ფურცლების მსგავსად ხარისხიანია ,ზოგის უხარისხო, ზოგის უჯრიანი ,ზოგის ცალხაზიანი , ზოგს ჩამოხაზული რვეულის მსგავსად ბევრი ჩარჩო აქვს, ზოგი კი სულაც არ დაეძებს ხაზებს და მისი არსებობის შემთხვავშიც კი ურცხვად გადალახავს ხოლმე მას … თუმცა მთავარი საერთო ის არის რომ რვეულის მსგავსად ჩვენი ცხოვრებაც მთვარდება , თანაც ის ისე მოულოდნელად შეიძლება დასრულდეს რომ ბერვი უმნიშვნელოვანესი რამ დაგვრჩეს სათქმელი…


☼ #თუ ვებ საიტი გჭირდება,უკვე იცი ვისთან იკითხო - ჩვენი პარტნიორია Gmonreal Studio

მთელი ამ ამბებით ერთი დიდი მნიშვნელოვანი რამის თქმა მსურდა ,სისულეა დარდი წარსულზე ,პრობლემებზე , დაღლაზე და საერთოდ ყველაფერ ყოფითზე … წარმოიდგინეთ რომ თქვენი ცხოვრება იმ ლამაზ რვეულს ჰაგს რომელიც ბავშობაში გაჩუქეს და ისე უფრთხილდებით რომ არც კი იცით რა ჩაწეროთ შიგ ,ამიტომაც მხოლოდ ლამაზი ,ფერადი და სავსე მოგონებებით გაავსეთ და მაქსიმალურად გამოიყენეთ ყველა ფურცელი რადგან მოულოდნელად შეიძლება გათავდეს … და რაც მთავარია გახსოვსეთ ,ყოველი ახალი გვერდი ახალი დასაწყისია,ახალი ამბავი ,ახალი შესაძლებლობა და ახალი თქვენ , დაიწყეთ შემართებებით საინტერესოდ და სავსედ!

პ.ს. ბედნიერ , სავსე და წარმატებულ სემესტრს გისურვებთ, პირველივე კვირაში დაუსახეთ თქვენ თავს მიზანი რა გინდათ რომ გქონდეთ სემესტრის ბოლოს და ყველაფერი გამოვა!

About Author