შემეცნებითი

მეწარმედ ყოფნის 11 ჭეშმარიტება

Stephen Key-სი   Huffington-ის პოსტმა  შთააგონა და   საკუთარი გამოცდილება გაგვიზიარა გარკევული საკითხის მიმართ. სტატიამ დაანგრია მითები მეწარმეობის შესახებ, როგორიც არის „უცებ გახდე მდიდარი“. ის 30 წელია დაახლოებით რაც მეწარმეა და მან შემოგვთავაზა ქვემოთ მოყვანილი 11 ჭეშმარიტება, რომელიც ამ სფეროს შეეხებაა:

1. წარმატება შეიძლება განსაზღვრული იყოს სხვადასხვა გზით

არ გააკეთო შეცდომა და არ იყო ფოკუსირებული იმაზე, თუ რაოდენ დიდი ფულს გააკეთებ. მისი აზრით ფული გვაძლევს საშუალებას გავაკეთოთ რაღაცები- არაფერი ზედმეტი, არაფერი ცოტა. ფულის საშუალებით შეგიძლია დაეხმარო სხვებს. ის გაძლევს საშუალებას იყო გულუხვი და გააკეთო სწორი საქმე.

ხარ მეწარმე? დაუსვი საკუთარ თავს ეს 4 შეკითხვა რომ მიხვდე ეს ასე არის თუ არა:     

  1. გიყვარს თუ არა რისკზე წასვლა? ეს ყველაზე განმასხვავებელი ასპექტია მეწარმეების. ზოგი უშინდება რისკებს, მეწარმე კი ახალ რისკში ახალ შესაძლებლობას ხედავს.

2.რას ფიქრობ პირად განვითარებაზე? მეწარმეები ყოველთვის ცდილობენ ისწავლონ ყველაფერი მათ ინდუსტრიაში. ამიტომ ისინი მუდამ მზად არიან ახალი ინფორმაცია მიიღონ.

3.რა ხდება როდესაც ვინმე „არას“ გეუბნება? მეწარმეებისთვის „არა“ ყოველთვის არ ნიშნავს არას. არა მათთვის ნიშნავს, იმას რომ საქმეს უფრო სათანადოდ მოეკიდონ და გააუმჯობესონ. სწორედ ეს დამღლელი და მუდვიმი მიდგომა მეწარმეებისთვის წარმატების მომტანია.

4.როგორ ატარებ თავისუფალ დროს? ამ კითხვაზე პასუხი მარტივია, მეწარმეებს არ აქვთ თავისუფალი დრო.  მათ ცხოვრებაში არ არის სამუშაო და ოჯახური დროის ბალანსი, ყველაფერი ერთმანეთშია არეული, რომელიც მის ბიზნესსაც და ინდუსტრიასაც მოიცავს.

 2.რომ გახდე წარმატებული ეს იმაზე დიდ დროს წაიღებს, ვიდრე შენ გგონია

არ არსებობს სხვა გზა, რომელიც შენ უცებ გაგხდის წარმატებულს. არ დაუჯერო სხვას, რომელიც პირიქით გეუბნება. ვინც ამბობს რომ წარმატებას მალე მიაღწია,  რამდენიმე წლის შემდეგ ტოვებს მის მდგომარეობას. ხარ თუ არა ამ პროფესიაში დიდი ხნის მანძილზე? თუ არა, მაშინ უმჯობესია ახლავე ჩაერთო. რადგან ამ პროფესიას დიდი  დროის მიძღვნა სჭირდება.

GoDaddy-ის დამფუძნებელი Bob Parson-ია  მის გამოსვლაში ამბობდა, რომ  შენ რაღაცაში უნდა იყო იმდენი ხნის განმავლობაში, რომ შემდეგ ცოტა იღბლიანი, უეცარი  შესვენება  აიღო და შემდეგ უეცრად გახდე წარმატებული.

3.არსებობს ერთზე მეტი გზა რომ მიაღწიო შენს მიზანს

ამიტომ სხვებისგან რაც შეიძლება მეტი ისწავლე, სწორედ იმ ადამიანებისგან, რომლებიც ისეთი კეთილი გზით ცხოვრობენ როგორიც შენ გინდა. დასვი მარტივი შეკითხვებიც კი.  დახატე  საკუთარი დასკვნა იმის შესახებ, რაც შენ აქედან ისწავლე. როცა შექმნი საკუთარ მოღვაწეობის რუკას, უნდა გქონდეს სურვილი, რომ შეცვალო ის. მოქნილობა შენი თანმზდევი პროცესია. მეწარმეები ყოველთვის მოტივირებული არიან! ისინი არიან დინამიკური ქმნილებები. განვითარება ან სიკვდილი…

4. შენ უნდა გქონდეს სურვილი, რომ გაიღო მსხვერპლი

სწორედ  დრო არის ერთ-ერთი მსხვერპლი. ამიტომ დარწმუნებული იყავი რომ შენ გსიამოვნებს ის რასაც აკეთებ. ნუ იზამ ისე, რომ შენმა გადაწყვეტილებებმა შენი ცხოვრების გარკვეული ნაწილი გაანადგუროს.

5.დაეხმარე ყველას პატივისცემით

ჩვენ ყველა დაკავშირებული ვართ.  ინდუსტრია იმაზე უფრო პატარაა, ვიდრე ჩანს. შენ ნახავ იმავე  ადმიანებს, რომლებიც კიბეზე ასვლას ცდილობენ, როცა შენ შენს გზაზე ხარ.

6. თუ ვინმე  არასათანადოდ დაგეხმარება,  არც ელოდო რომ ეს გაუმჯობესდება

პირადი გამოცდილებიდან ეს ასეა.

7 ეცადე იყო მომთმენი.

არეული სიტუაცია იქმნება როცა შენ ჩქარობ. Stephen Key-ის აზრით დრო ჩვენი ერთ-ერთი მთავარი აქტივია. თუ შენ საკუთარ თავს მისცემ საშუალებას იფიქრო უფრო ღრმად და დიდხანს, შენ აღმოაჩენ უფრო მეტ შესაძლებლობას.

8.არ ეცადო შეცვალო რთული ადამიანები

ამის მაგივრად ფოკუსი გააკეთე იმაზე, რომ შეცვალო ის საქმე რომელსაც მათთან აგვარებ. ეს არის ერთადერთი რამ, რომელსაც შენ სრულიად აკონტროლებ.

9.გქონდეს პოზიტიური დამოკიდებულება

ადამიანებს უნდათ იმუშაონ, ისეთ ადამიანებთან ერთად ვინც მოწონთ. ერთადერთი გზა რომლითაც მთების დაპყრობას შეძლებ, არის შენი თავის მიმართ დიდი ნდობა.

10.თქვი სიმართლე იმის და მიუხედავად რომ ეს შეიძლება მტკივნეული იყოს

ადამიანებს ალბათ, არ მოეწონებათ ის რასაც შენ იტყვი, თუმცა სიმართლე ყოველთვის ხანგრძლივ ურთიერთობებს ქმნის.

11.აღიარე როცა შენ არ ხარ მართალი და  იმოქმედე

როცა ადამიანები მარცხდებიან თავიანთი ანგარიშვალდებულების შესრულების დროს, უკმაყოფილების  შეგრძნება აქვთ.

მთავარი რაც  Stephen Key-ს უსწავლია არის ის, რომ ცხოვრება ხანმოკლეა იმისთვის, რომ საკუთარი თავით არ ისიამოვნო. გახდე მეწარმე! ეს მართლაც დიდი მიღწევაა! მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია შექმნა ბიზნესი, რომელსაც შესანიშნავი კულტურა ექნება, სწორად მოექცევა მასში მომუშავეებს და უბრალოდ ის იქნება ადგილი, სადაც  ყველა დიდი სიამოვნებით იმუშავებს. ეს არის ყველაზე მაგარი გრძნობა რომელიც შეიძლება  გამოცადო ამ სფეროში.

წყარო: entrepreneur.com

კომენტარები
Tarsus escort

სიახლეებისთვის მოიწონეთ ჩვენი გვერდი