fbpx
ბლოგი

შენ რა გეშინია ? ჰო ,ძალიან მეშინია ,იცი რაღაც გამოუთქმელი შიშია,სულს გიკრთობს,შიგნიდან გჭამს,ძალას გაცლის,აი წარმოიდგინე როგორ გეტკინებოდა ვიღაცამ რომ დანით ნაწილ-ნაწილ დაჭრას შენი სხეული,ან უყურებდე როგორ კვდები ,ხმები,ნებდებიან ,იქცევი და ხელის მიშველება არ შეგეძლოს.

უცნაურია,და მაინც რისი გეშინია ასე ძლიერ? რისი? რომ გითხრა სახელს ვერ ვარქმევ-მეთქი? აი სულ უცაბედად,შემომეჭრება ხოლმე ღამის კოშმარივით,ხან საიდან მიტრიალებს ,ხან საიდან და თავს არ მანებებს,მეუბნება არაფერი შეგიძლიაო,სულ ტყუილად ირჯებიო,უკვე ყველაფერი დაკარგეს,გამოფხიზლდი,დანებება საუკეთესო ვარიანტია,გეფიცები თავს არ მანებებს ,გამუდმებით ყურებში მიწრიალებს და მიჩურჩულებს ,დანებდდი,დანებდდი ყველაფერი დასრულდა…


☼ #თუ ვებ საიტი გჭირდება,უკვე იცი ვისთან იკითხო - ჩვენი პარტნიორია Gmonreal Studio

კიდევ,კიდევ რისი გეშინია?

კიდევ? ფიტულებად ქცეული ადამიანების,გრძნობებგაუფერულებული ადამიანების,და კიდევ იცი ,იცი რისი მეშინია ყველაზე მეტად ?მშიშარა ადამიანების,ადამიანების რომლებიც უფრთხიან

ტკივილს,გრძნობებს,ჩავარდნები და წირავენ ყოველგვარ ღირებულს. ჰმმ, სულ ტყუილად შეუპყრიხარ შიშებს ამაოს… და თუ დგჭირდება ,მეც მოვალ ყოველ ღამით როგორც ის კოშმარი და გეტყვი,შეგიძლია ,შეგიძლია,ჰო დასრულდა ,მაგრამ არ არსებობს დასასრული დასაწყისის გარეშე ,ჰო დაინგრა მაგრამ შენებაც ხომ არ არსებობს ნგრევის გარეშე… და კვლავაც მოვალ და გეტყვი ,რომ ყველა გრძნობა ბრუნდება,ყველა შრომა ფასდება,ყველაფერი იმარჯვებს ,და შენ კვლავ შეგიძლია,კვლავ შეძლებ და კვლავ გაიმარჯვებ.

 

კომენტარები

About Author