ჩემთვის ერასმუსი კობლენცის გამოყენებით მეცნიერებათა  უნივერსიტეტში მეორე გაცვლითი სემესტრია ამ პროგრამის ფარგლებში, რაც საშუალებას მაძლევს აღვნიშნო, რომ აქ მიღებული Erasmus-გამოცდილება ძალიან განსხვავებულია. ვფიქრობ, ერასმუსის სხვადასხვა უნივერსიტეტების გამოცდილებების შედარება ყოველგვარ აზრს მოკლებულია, მთავრი, რაც განაცხადის გაკეთების პროცესში სტუდენტმა უნდაა გაითვალისწინოს მისი გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მიზანია.

ამ უნივერსიტეტით დაინტერესებულმა სტუდენტებმა, ვფიქრობ, უნცა იცოდნენ იმ მათვარი განსხვავებების შესახებ, რომლებიც მას სხვა პარტნიორი უნივერსიტეტებისაგან გამოარჩევს:


☼ #თუ ვებ საიტი გჭირდება,უკვე იცი ვისთან იკითხო - ჩვენი პარტნიორია Gmonreal Studio

  • სწავლის პარალელურად სტაჟირების გავლის შესაძლებლობა უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტში უნივერსიტეტის შერჩევისას თავიდანვე ჩემი ერთ-ერთი მთავარი მოტივატორი იყო. სტუდენ-ასისტენტის მოვალეობები მუდმივად იცვლება. ახლახანს უნივერსიტეტის საერთაშორისო პროექტის სტუმრებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელად მუშაობის შესაძლებლობა მომეცა, სადაც პასუხიმგებელი ვიყავი მსოფლიოს ცხრა სხვახვადა ქვეყნიდან მოწვეულ პროფესოებთან ოფიციალურ კომუნიკაციაზე, რომ არაფერი ვთქვათ ოცდახუთი სხვადასხვა ეროვნების სტუდენტზე, რომლებმაც ასევე პროექტში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს. ვფიქრობ, ეს გამოცდილება, რომელიც საბოლოოდ უნივერსიტეტის მიერ გაცემულ სარეკომენდაციო წერილში აისახება, ჩემი მომავალი პროფესიისკენ სვლაში დამეხმარება.
  • სემესტრი დატვირთულია სხვადასხვა მოხალისეობრივი ატივობებით, საერთაშორისო პროექტებით, რომელებში მონაწილეობაც დამატებითი გამოცდილებაა. უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო სემინარი ”Managing Cultural Diversity ” ასეთი დამატებითი გამოცდილების მაგალითია მათთვის ვინც მომავალში საერთაშორისო გარემოში მუშაობას გეგმავს და ამ სფეროში ცოდნის გაღრმავება სურს. ახლახანს დავასრულეთ ასევე პროექტი გერმანულ სკოლებში, სადაც მოხალისე გაცვლითი პროგრამის სტუდენტები ადგილობრივ მოსწავლეებს კონკრეტული ევროპული ქვეყნის კულტურის და მახასიათებლების გაცნობაში ეხმარებოდნენ.

გარდა უნივერსიტეტისა, ახლოს მდებარე ქალაქებიც მრავალ საგანმანაღლებლო ფორუმს და შეხვედრას მასპინძლობენ, რაც ასევე ახალი შესაძლებლობებისთვის აღებს კარს.

  • განსხვავებულია უნივერსიტეტის მიდგომა უცხო ენის სწავლებისადმი. უნივერსიტეტი თავად უზრუნველყოფს TOEFL-ის საერთაშორისო სერთიფიკატისათვის მოსამზადებელ კურსებს და აფინანსებს თავად გამოცდას, მათ შორის გაცვლითი პროგრამის სტუდენტებისთვის, რაც მათთივის, ვინც გამუდმებით დროს ვერ პოულობს ამ გამოცდისთვის მოსამზადებლად, ვფიქრობ, დიდი პლუსია. ასევე, ალბათ ბუნებრივია, რომ გერმანული ენის ინტენსიურ სემინარებსაც  უნივერსიტეტი თავად სთავაზობს გაცვლითი პროგრამის სტუდენტებს.
  • ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება, მცირე მოცულობის კრედიტებია. სემინარების უმრავლესობას, რომელსაც აქ გავდივარ 2-4 კრედიტამდე ენიჭება. პირადად ჩემთვის ეს ერთ-ერთი პოზიტიური ფაქტორია. საგნები ორგანიზაციის განვითრებას, ორგანიზაციულ სწავლებას და მენეჯმენტს ეხება და ის ფაქტი, რომ კომპრომისების გარეშე შემიძლია აქ ყოფნის პერიოდში 10-15 საგანი ავირჩიო, მაძლევს შესაძლებლობას გაცვლითი სემესტრი მაქსიმალურად პროდუქტიულად გამოვიყენო.
  • ერთ-ერთი დიდი განმასხვავებელი ფაქტორია ასევე ის, რომ პროფესორებთან და ერამუს-კოორდინატორებთან მუდმივი კომუნიკაციის შესაძლებლობა გაქვს. ერთი მხრივ, ეს უცხო ქვეყანაში ცხოვრების სირთულეების გადალახვაში გეხმარება, თუმცა მეორე მხრივ, ეს გამოწვევაა, რაც საბოლოოდ განაპირობებს იმას, რომ ხვდები, შენი ერასმუს-სემესტრი საგანმანათლებლო მიზნებისთვის ეფექტურად გამოიყენე.
  • პრაქტიკა და თეორია ფაქტობრივად განუყოფელია. ერთ-ერთი სასწავლო კურსის ფარგლებში ახლახანს ვესტუმრეთ გერმანულ საწარმოს (Wolfcraft), რომლის მფლობელი ჩვენი ლექტორია. კომპანიაში აქამდე ორგანიზაციის მართვასთან დაკავშირებული ნებიმიერი თეორიული საკითხის პროფესიონალებთან განხილვის საშუალება მოგვეცა. მაგალითად, მარკეტინგის პეციალისტმა კომპანიის კონკრეტული პროდუქტის მაგალითზე გვაჩვენა, თუ როგორ იყენებს კომპანია ნეირომარკეტინგითა და Eye-tracking -ით მიღებულ მარკეტინგული კვლევის შედეგებს პროდუქციის შეფუთვისას და როგორ მიმდინარეობს თავად მარკეტინგული კვლევის პროცესი ფოკუსჯგუფების გამოყენებით რეალურ გარემოში.

კომპანიის თანამშრომლების მუშაობის თავისებურებების და საწარმოს ლოგისტიკის გაცნობის შედეგად გვქონდა შესაძლებლობა პრაქტიკაში დავკვივებოდით იმას, რასაც წლების განმავლობაში ოპერაციათა მენეჯმენტის შესახებ ვსწავლობთ.

მუზეუმებისა და სხვა კულტურულ/საგანმანათლებლო ინსტიტუტების მონახულებაც ასევე სწავლის პროცესთანაა ინტეგრირებული.

  • რაც შეეხება თავისუფალ დროს RAC-ამ მხივაც განსხვავებულია. უნივერსიტეტის ამ კორპუსის სტუდენტს სტუდენტური ბარათი რამდენიმე ახლოს მდებარე დიდ ქალაქში უფასო გადაადგილების საშუალებას აძლევს. ასე რომ, არა ერთი არამედ 3-4 გერმანული ქალაქი იქცევა მშობლიურ ქალაქად, რომელთანაც ერამუსის მოგონებები გაკავშირებს.

მოულოდნელი იყო ასევე უნივერსიტეტის შემოთავაზება, რომლის მიხედვითაც თავად სტუდენტებმა ავირჩიეთ ლუქსემბურგი, როგორც დანიშნულების პუნქტი და ჩვენი და გერმანელი ერასმუს buddy-ების მოგზაურობის ხარჯების ნაწილი უნივერსიტეტმა აანაზღაურა.

სწორედ ამიტომ, მათთვის ვინც მზადაა განხვავებული გამოცდილების, გამოწვევების, პროდუქტიული სემესტრისთვის და ახალი უნარების განვითარება სურს, კობლენცის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი, ვფიქრობ, ყველა ამ სარგებლის ერთიანობაა.

ავტორი: ქეთევან ქავთარაძე

კომენტარები