fbpx
შემეცნებითი

7 ხერხი, თუ როგორ გავიუმჯობესოთ მეხსიერება სწავლისთვის

გინდა გაიგო როგორ გაიუმჯობესო მეხსიერება მეცადინეობისთვის? სასწავლი ძალიან ბევრია, ხოლო დრო კი -ცოტა, განსაკუთრებით გამოცდების წინ. თუმცა, ეს ხომ მხოლოდ დროის საკითხი არაა; არის საკითხები, რომლებიც რამდენიც არ უნდა გაიმეორო უბრალოდ არ გამახსოვრდება. ამ სტატიაში კი გასწავლით იმ გზებს, რომლებიც დაგეხმარებათ ყველაფრის უფრო მარტივად და მალე დამახსოვრებაში.

მეხსიერების ოთახი


☼ #თუ ვებ საიტი გჭირდება,უკვე იცი ვისთან იკითხო - ჩვენი პარტნიორია Gmonreal Studio

ჩემპიონები და ექსპერტები თანხმდებიან, რომ „მეხსიერების ოთახი“ ყველაზე ეფექტური გზაა ყველაფრის დასამახსოვრებლად. ეს ტექნიკა ძველ საბერძნეთში განვითარდა. „მეხსიერების ოთახი“ მოიაზრებს იმას, რომ უნდა დაუკავშირო დასამახსოვრებელი ინფორმაციის თითოეული ნაწილი იმ ტერიტორიას, რომელსაც კარგად იცნობ, მაგალითად სახლი ან უნივერსიტეტის შენობა.

აკრონიმები

აკრონიმები არის ყველაზე ცნობილი ტექნიკა და შესანიშნავია მოკლე სიების დასამახსოვრებლად. კემბრიჯის ლექსიკონის მიხედვით, აკრონიმები არის პირველი ასოები დასამახსოვრებელი სიტყვები. იმის გამო, რომ აკრონიმი სიტყვასავით ისმის მარტივი, ის დასამახსოვრებელია.

 ფლეშ ბარათები

ბევრჯერ გამეორება ტვინს ხელს უწყობს, რომ მარტივად დაიმახსოვროს. ამისთვის ყველაზე კარგი და მარტივი გზა ფლეშ ბარათებია.

დაყავი ისინი სამ ნაწილად, თუ ბარათზე დაწერილ კითხვას მარტივად გასცემ პასუხს, დადე ის „მარტივების“ რიგში; შენ აღარ გჭირდება ამ ბარათების გამეორება 1-2 კვირა.

თუ პასუხებს ყოყმანით გასცემ პასუხს დადე ის „საშუალო“ რიგში და გადაიმეორე ის რამდენიმე საათში ან შემდეგ დღეს.

თუ საერთოდ არ გასხოვს პასუხი, მაშინ დადე ბარათი „რთულ“ რიგში და ისწავლე ის 10 წუთში.

  „მთავარი მეთოდი“

გინდა ძალისხმევის გარეშე დაიმახსოვრო რიცხვები? გამოიყენე „მთავარი მეთოდი“. ამ მეთოდში რიცხვები უნდა დაუკავშირო ბგერებს. პირველი ნაბიჯი არის ციფრებსა და ასოებს შორის ასოციაციის დამახსოვრება, შემდეგ კი ეს ასოციაციები გამოიყენე, რომ ციფრებისგან სიტყვები შექმნა.

 ფოკუსირების გაუმჯობესება, მეხსიერების გასაძლიერებლად

რამდენად ხშირად გაწყვეტინებენ მეცადინეობას? მესიჯები, ნოტიფიკაციები, იუთუბი ან უბრალოდ ხმაური თითქმის შეუძლებელს ხდის, რომ მაქსიმალურად კონცენტრირდე, რაც საშინელი სიახლეა, როცა ცდილობ მეხსიერების გაუმჯობესებას. უბრალოდ გამოურთე ხმა ტელეფონს; შეეცადე ხალხისგან იზოლირებული იყო, წადი ბიბლიოთეკაში ან კაფეში, სადაც არავინ შეგაწუხებს; ცადე მედიტაცია დღეში რამდენიმე წუთი; კონცენტრირდი მხოლოდ ერთ საკითხზე და არ აკეთო ბევრი საქმე ერთიანად.

 ცხოვრების სტილის შეცვლა დაგეხმარება მეხსიერების გაუმჯობესებაში

შენი ცხოვრების სტილს- საჭმელს, ძილს და აქტიურობას დიდი მნიშვნელობა აქვს მეხსიერებისთვის.

ბევრი სტუდენტი არ აქცევს ძილს ყურადღებას და მეცადინეობს, ეს კი საშინელებაა. ძილის ნაკლებობისას შეიძლება ფაქტები შეცდომითაც კი დაიმახსოვრო. 8 საათიანი ძილი იდეალურია, მაგრამ შეეცადე ღამეში 7 საათი მაინც დაიძინო.

წითელი ხორცი, კარაქი, სწრაფი კვების საჭმელი ცუდია მეხსიერებისთვის. კვლევებმა აჩვენეს, რომ ეს  საჭმელი ალცჰაიმერის დაავადებასაც კი იწვევს. მეხსიერების გასაუმჯობესებლად უმჯობესია ჭამო თევზი, ზეითუნის ზეთი, ნიგოზი, მარცვლეული, მოცვი.

ვარჯიშისას წარმოიქმნება პროტენი ტვინში, რომელიც ასტიმულირებს ნეირონების ზრდას და ქმნის დამატებით შერწყმებს ჰიპოკამპუსში –  ტვინის ნაწილში, რომელიც პასუხისმგებელია სწავლაზე და მეხსიერებაზე.

  გაიხსენე წერამდე

მასწავლებლები გვარწმუნებენ, რომ დავწეროთ ყველაფერი, უკეთ დასამახსოვრებლად. ამას რომ დავუმატოთ რამდენიმე პროცესი შეამჩნევ განსხვავებას შენი სწავლის შესაძლებლობაში. გახსენე და გაიაზრე ის, რაც უნდა დაწერო იმის მაგივრად, რომ უბრალოდ დააკოპირო. მოკლე მეხსიერებაში ეს ყველაფერი 10-20 წამი დარჩება, ამიტომ გაიხსენე ინფორმაცია იმისთვის, რომ ხანგრძლივ მეხსიერებაში გადავიდეს.

 

კომენტარები

About Author