fbpx
ბლოგიგაუზიარე გამოცდილება/წარმატება

რჩევა მომავალ პირველკურსელებს

rchevaarchevaabiturietnesbiturietnes

  თვითონ სიტყვა „პირველი კურსიც“ კი რაღაც საოცრად კარგად ჟღერს და სკოლის პერიოდში ერთი  სული მქონდა როდის მერქმეოდა სტუდენტი. სტუდენტთა თავისუფლებითა და ზრდასრულობით დაბრმავებული საერთოდ ვერ ვიაზრებდი რამდენი მექნებოდა სასწავლი და ამიტომ, რაც კი ენერგია მქონდა მთლიანად აბიტურიენტობას დავახარჯე და შემდეგ ზაფხულში ნერვიულობას, პირველ ოქტომბერს კი აუდიტორიის კარები ძალა გამოცლილმა და გამოფიტულმა შევაღე, რამაც სწავლის პროცესში პრობლემები შემიქმნა.

თსუში ჩაბარებაზე ჩაციკლული ვერც კი წარმოვიდგენდი საკუთარ თავს სხვაგან და ამიტომ, ძალიან მონდომებით ვმეცადინეობდი. ღამეებსაც კარგად ვათენებდი, უჭმელობაზეც არ მქონია დიდი პრობლემა მასწავლებლიდან, მასწავლბელთან რომ მივრბოდი. ნერვიულობამ საბოლოოდ დამცა მიწასთან და უკანასკნელი ძალაც ისე გამომაცალა ვერ გავიაზრე.

ალბათ ბევრი თქვენგანი იცნობს თავს ჩემს ნაწერში და სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ამ ბლოგის დაწერა. რჩევის მოცემა სრულიად უსაფუძვლოდ მეჩვენება, როცა მეც ვიცი რამდნად გამაღიზიანებელია იმის მოსმენა, რომ არ უნდა ვინერვიულოთ, მაგრამ ეს ხსნის და ძალების მოკრების ერთადერთი სწორი გზაა.

როცა გამოცდები უკვე ჩავლილი იქნება ნერვიულობას აზრი ეკარგება, სადაც არ უნდა მოხვდე და რა ქულებიც არ უნდა გყავდეს უნივერსიტეტში სწავლა მოგიწევს და აქედან გამომდინარე, მთელი წლის სტრესის დავიწყდება აუცილებელია, რომ შემდეგ ჩემსავით შუა სემესტრში არ მიხვდეთ რომ დაიღალეთ და თითოეულ წიგნზე, თუნდაც საყვარელზე, მხოლოდ გულის რევას გრძნობთ.

ჩემი გულითადი რჩევა იქნება, რომ რაც შეიძლება ცოტა ხანი იყოთ მარტო უსაქმოდ და ნიშნებზე ფიქრს მაქსიმალურად აარდოთ თავი. წადით მეგობრებთან ერთად ლაშქრობებში, დაისვენეთ, წაიკითხეთ ლიტერატურა, რადგან ამისთვის დროს რთულად იპოვით სწავლის პერიოდში, მოუსმინეთ მუსიკას, ჰობი იპოვეთ და მასზე გადაერთვეთ. მომავალი ფუნქციონირებისთვის ეს ყველაფერი უბრალოდ სასიცოცხლოდ აუცილებელია.

შეეცადეთ სწავლის პერიოდშიც ცოტა დრო დაუთმოთ ჰობის, რომ ერთფეროვნებით არ დაიხოცოთ და მოწყენილობამ არ აგიცრუოთ გული.

რობოტები არ ვართ და არც ჩვენი ენერგიაა მუდმივი, მალე შეიძლება ისიც აღმოაჩინოთ, რომ წიგნებთან ერთად გათენების ძალაც კი არ შეგწევთ. ამიტომ მომავალო პირველ კურსელებო, დაისვენეთ ზაფხულში და აღდგენილი ძალებით შეუდექით ახალი გარემოს შესწავლასა და სრულიად უცხო საგნების ათვისებას.

კომენტარები

About Author