მინდა გიამბოთ ერთი ბიჭის შესახებ, რომელმაც უამრავი ადამიანი გააერთიანა ერთი დიდი საქმისთვის-სიცოცხლის გადარჩენისთვის. ამ ბიჭის სახელია გიორგი, იგივე კლარკი, რომელიც მოულოდნელად შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში და პირველივე ნახვისთანავე მეგონა, რომ მას და მის ოჯახს უკვე ძალიან დიდი ხანია რაც ვიცნობდი, გავაცნობიერე რომ ის უკვე ჩემი მეგობარია და მას აუცილებლად უნდა დავხმარებოდი.

გიორგი 21 წლისაა, ეს ასაკი, ალბათ, ყველაზე განსაკუთრებული და დასამახსოვრებელია, რადგან უკვე მიატოვე ბავშვობის წლები, გადააბიჯე ოც წელს და უკვე აუცილებელია გააცნობიერო რა გინდა ცხოვრებაში, რის მიღწევას ცდილობ, ათასი ფიქრი გიტრიალებს თავში და გინდა დააწყო შენი გეგმები, დაარწმუნო შენი თავი, რომ უკვე შენ სრულიად დამოუკიდებელი ადამიანი ხარ და მარტო მოგიწევს გაუმკლავდე ყველა სირთულეს. სწორედ ამ დროს გამოჩნდა გიორგის ცხოვრებაში ლეიკემია, უბოროტესი დაავადება, რომელმაც დანდობა არ იცის. უკან დასახევი გზა არ იყო, გიორგი მას უნდა გამკლავებოდა, ბოროტი უნდა დაემარცხებინა და კვლავ დაბრუნებოდა თავის ლამაზ და მრავალფეროვან ცხოვრებას.


☼ #თუ ვებ საიტი გჭირდება,უკვე იცი ვისთან იკითხო - ჩვენი პარტნიორია Gmonreal Studio

გასაჭირის დროს ყველაზე მეტად ნუგეში და თანადგომა ჭირდება ადამიანს, გიორგის გაუმართლა, მის ირგვლივ შეიკრიბა უამრავი მეგობარი, რომლებმაც მას ხალისი დაუბრუნეს, დაავიწყეს ავადმყოფობა და ჩაუსახეს დიდი იმედი.მეც როგორ გამიმართლა, რომ მის გვერდით მოვხვდი, მეც გავხდი ამ ზღაპრის უმნიშვნელო, მაგრამ ბედნიერი გმირი, რომელმაც ბევრი რამ გააცნობიერა და დააფასა: სიკეთე, მეგობრობა, სიყვარული, თანადგომა, ადამიანობა,ღიმილიც კი…მართლაც რამხელა ძალა ქონია ამ ყოველივეს…ამ უმნიშვნელო გმირს აქამდე ემოციების გადმოცემა ისე უჭირდა, ისე რცხვენოდა ამის, ახლა კი მზადაა ყოველი იმედისმომცემი სიტყვის გაგონების შემდეგაც კი იტიროს, აუჩქარდეს გული და ბევრი უცნაური და სასიამოვნო გრძნობით აივსოს.

როგორ შეიძლება სიცოცხლე ფული ღირდეს? ,,სიცოცხლე”-თვითონ სიტყვაც კი ისეთი ღირებულია, როგორ შეიძლება ის სიტყვა-,,ფულს”-ს გაუტოლდეს მნიშვნელობით, მაგრამ რას ვიზავთ, ასეთ დროში მოგვიწია ცხოვრება, სადაც უფულოდ ვერაფერს გახდები,უბრალოდ მის გარეშე დაიღუპები და მორჩა, დასრულდა ყველაფერი… ჩვენც სხვა გზა არ გვაქვს, ახლა სწორედ ფული გადაგვირჩენს ჩვენს გიორგის. ზღაპრის მთავარმა გმირებმა, მართლაც ნამდვილმა ჯადოქრებმა, უკვე დონორის ფული აუგროვეს მას, მერიამ ოპერაციის თანხა მთლიანად დააფინანსა, მაგრამ ბოროტი ავადმყოფობა მაინც არ გაჩერდა და შეიჭრა გიორგის თავის ტვინში, მის მოსაკლავად 30 000 დოლარია საჭირო, კიდევ გაგვიმართლა და 20 000 ლარით კვლავ დაგვეხმარა თბილისის მერია, მაგრამ ჩვენს მთავარ გმირს ამით, მხოლოდ ერთი კვირის მკურნალობა ჩაუტარდება და კიდევ რჩება მეორე კვირის მკურნალობის თანხა და  10 000 დოლარი სამთვიანი რეაბილიტაციის კურსისთვის. ხედავთ რამდენია… კითილი ჯადოქრები ამ თანხის მთლიანად შეგროვებას ნამდვილად ვეღარ შეძლებენ სხვა ჯადოქრების დახმარების გარეშე…

აქამდე გაწეული დახმარებისთვის უდიდეს მადლობას გიხდით ყველას. ხედავთ სიკეთეს რამხელა ძალა აქვს… სიკეთე ნამდვილად გადამდებია და დაე, ყველას გადაგვედოს ეს სენი და გადავარჩინოთ ჩვენი მთავარი გმირი, მოვაშოროთ მას ბოროტი და დავუბრუნოთ თავის ცხოვრებას, რომელიც ასე ძალიან უყვარს.

მეგობრებო, გადაგვირჩინეთ გიორგი და ბუმერანგივით დაგიბრუნდებათ ყველას ეს სიკეთე. მე მჯერა და მწამს, რომ ყველაფერი კარგად იქნება თქვენი დახამრებით…

#გადამარჩინე_მეგობრის_გადარჩენით

 

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია:
საქართველოსბანკი / Bank of Georgia –
GE44BG0000000607618300
თიბისიბანკი /TBC Bank –
GE17TB7712145061100086
ლიბერთიბანკი / Liberty Bank-
GE54LB0111142322316000
მიმღები – მაკავარინა / Recipient — MakaVarina
0901700483 – ზარი ნებისმიერი ოპერატორიდან — 1 ლარი /Call from any mobile operator 1.00 GEL

ავტორი: ეკატერინე არჯევანიძე

კომენტარები