პირველსემესტრელ  სტუდენტთათვის ხელშეკრულების გაფორმებამდე სავალდებულოა ანკეტის ელექტრონული ვერსიის  შევსება (ანკეტა გააქტიურდება 2 სექტემბერს).
2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის რეგისტრაციის ვადები:
• ხელშეკრულების გაფორმება და ადმინისტრაციული რეგისტრაცია (სწავლის საფასურის გადახდა)  2 – 9 სექტემბერი;
• აკადემიური რეგისტრაცია (სასწავლო კურსების არჩევა) – 9 – 16 სექტემბერი;
პირადი საქმის გახსნისთვის წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა: (რექტორის ბრძანება N189/01-01, 24.07.2019)
• სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
• პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი (დედნის წარმოდგენით);
• ორი ცალი ფოტოსურათი (3×4), ელექტრონული ვერსია CD-ზე;
• სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისათვის);
• უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
პირველსემესტრელთა მიერ ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლა:
პირველი სემესტრის სტუდენტმა სწავლის სემესტრული საფასური უნდა გადაიხადოს სრულად ( ბრძ.№02/01-01, 24.01.2012,  N24/01-01, 05.02.2018), ადმინისტრაციული რეგისტრაციისათვის დადგენილ ვადებში (2 – 9 სექტემბერი).
პირველსემესტრელმა სტუდენტმა, რომელსაც არ აქვს მოპოვებული სასწავლო გრანტი, უნდა გადაიხადოს სასწავლო წლის სრული საფასურის ნახევარი 1125 ლარი, 70%-იანი გრანტის შემთხვევაში-337.50 ლარი, ხოლო 50%-იანი გრანტის შემთხვევაში-562.50 ლარი.
სწავლის საფასურის გადახდა შესაძლებელია შემდეგი ბანკების ნებისმიერ ფილიალებში
• საქართველოს ბანკი
• თი ბი სი ბანკი
• ლიბერთი ბანკი
• ასევე  საქართველოს ბანკის, ლიბერთი ბანკის და თი ბი სი ბანკის სწრაფი ჩარიცხვის    აპარატების მეშვეობით.

სწავლის სემესტრული საფასურის გადაუხდელობა სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძველია.
არასრულწლოვანი სტუდენტობის კანდიდატის ნაცვლად, თსუ-სთან ხელშეკრულების გაფორმებაზე უფლებამოსილია მისი მშობელი, სტუდენტობის კანდიდატის დაბადების მოწმობის ნოტარიულად დამოწმებული  ასლისა და მშობლის პირადობის მოწმობის ასლის წარმოდგენის შემთხვევაში.
ხელშეკრულების გაფორმებისა და ადმინისტრაციულ რეგისტრაციის გავლის  შემდეგ, შეძლებთ სასწავლო კურსების არჩევას /აკადემიური რეგისტრაციის გავლას. https://www.youtube.com/watch?v=scNO_TScrAQ 


☼ #თუ ვებ საიტი გჭირდება,უკვე იცი ვისთან იკითხო - ჩვენი პარტნიორია Gmonreal Studio

აკადემიური რეგისტრაცის ვადაა 9 – 16 სექტემბერი.

პირველსემესტრელ სტუდენტთა რეგისტრაცია ხორციელდება შესაბამის ფაკულტეტზე (საკონტაქტო ინფორმაცია):
1. ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი – მის.: თბილისი, უნივერსიტეტის ქ. №13, თსუ XI კორპუსი (ბიოლოგების კორპუსი), ოთახი 303, ტელ.: (+995 32) 2 25 04 84;
2. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი – მის.: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №1, თსუ, I კორპუსი, II სართული, ოთახი №212, ტელ.: (+995 32) 2 25 04 84 შიდა – 1723; 1725; 1727; 1730; 1732.
3. სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი – მის.: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №8, თსუ, VI კორპუსი, ოთახი №201. ტელ.: (+995 32) 2 25 04 84 შიდა – 6220; 6221; 6223.
4. ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი – მის.: ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქ. №2, მაღლივი კორპუსი, ოთახი N108 (რესურსცენტრი 3), ტელ.: (+995 32) 2 25 04 84 შიდა – 9731; 9729.
5. ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა „ტურიზმი“- ტურიზმის სკოლა
მის.: ქ. თბილისი, ვ. ფშაველას გამზ. №44; II სართული, ოთახი №201; ტელ.: (+995 32) 2 25 04 84 (შიდა – 8521; 8524; 8525; 8530).
6. იურიდიული ფაკულტეტი – მის.: თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. № 3, თსუ, II კორპუსი, რესურსცენტრი; ტელ.: (+995 32) 2 25 04 84 შიდა – 2220
7. მედიცინის ფაკულტეტი – მის.: ქ. თბილისი, ბელიაშვილის №78, ა. ნათიშვილის სახელობის მორფოლოგიის ინსტიტუტი, მე- 3 სართული, ოთახი N1 (კანცელარია). ტელ.: (+995 32)  2 91 31 25.
8. ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი – მის.: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №11, თსუ, III კორპუსი, ოთახი №206, ტელ.: (+995 32)  2 25 04 84 შიდა – 3220; 3223; 3224.
9. ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა –  მის.: ქ.თბილისი, ქეთევან წამებულის გამზირი N55, ოთახი 205, ტელ.: (+995 32) (+995 32)
კომენტარები