ბლოგიგაუზიარე გამოცდილება/წარმატება

9 რჩევა პირველკურსელს

მოტივაციის ნაკლებობა. პირველ რიგში, რაც არ უნდა იმედგაცრუებულები დარჩეთ, პირველი შთაბეჭდილებით არ მისცეთ იმედგაცრუებას უფლება დაგაკარგვინოთ მოტივაცია, რომელიც ძალიან დაგჭირდებათ მომავალში, ნებისმიერ შემთხვევაში, როცა ერთი კარი იხურება იხსნება მეორე, სადაც შეგეძლებათ საკუთარი თავის პოვნა. მთავარია გაიშინაგანო გარემო, რომელშიც მოხვდი, არ ვგულისხმობ, უარი თქვა ოცნებებზე,  რომლებიც შეიძლება სულაც არ იყოს თქვენს დღევანდელ ყოფასთან კავშირში, შეიძლება აბსოლიტურად სხვა რამეზე ოცნებდი, მაგრამ თუ რაღაცის გაკეთება მაინც გიწევს, მაგალითად ისწავლო 20 გვერდი დამტკიცებებით სავსე და გეზიზღება ამის გაკეთება, შეიქმენი მოტივაცია, დაისახე პატარ-პატარა მიზნები და უბრალოდ იმისთვის ისწავლე, რომ საკუთარი შესაძლებლობების მეტად გწამდეს, ან თუნდაც იმისთვის ისწავლე, რომ სტიპენდია აიღო, უცხოეთში წახვიდე , ანდაც ისწავლე, რომ არ ჩაყარო წყალში 12 წლის შრომა და ჰაერში გამოკიდებული არ დარჩე.

მიზნები. (ადამიანების უმეტესობა ცხოვრებაში წარუმატებელია  არა  იმიტომ, რომ ჰქონდათ დიდი მიზნები და ვერ შეძლეს მათი განხორციელება, არამედ იმიტომ, რომ ჰქონდათ ძალიან  პატარა მიზნები, რომლებიც განახორციელეს) უნივერსიტეტში მარტივად მოქმედებს ეს პატარა ფორმულა, მიზნად გაცილებით მეტი უნდა დაისახო  იმაზე, რაზეც ფიქრობ რომ შენი მაქსიმუმია. მიზანი თუ იქნება “ლიჟბი 51”, მარტივად შეიძლება შეგეტენოთ საგანი.

 შრომისმოყვარეობა. ერთი რამეში დავრწმუნდი პირველ კურსზე, რომ რაც უფრო მეტს ვინდომებდი, ნაკლებად ვფლანგავდი დროს ათას სისულელეზე, წარმოუდგენელად ბევრი რამის მიღწევა შემეძლო. ამას სკოლაშიც კი ვერ მივხვდი, იმიტომ რომ ძალიან ზარმაცი ვიყავი .

აქტივობები. ყოველთვის მიიღეთ მონაწილეობა შეჟიბრებებში, რომელიც ჩატარდება უნივერსიტეტში და არამარტო, რადგანაც ასე ბევრ ახალს და საინტერესოს აღმოაჩენთ.

 საზღვარგარეთ სწავლა. თუ უცხოეთში სწავლის გაგრძელება გინდა დაფინანსებით, აქედანვე იზრუნე GPA-ზე და გაარკვიე წინასწარ რა მოთხოვნები აქვთ თქვენთვის სასურველ უნივერსიტეტებს.

GPA (grade point avarage). თუ შენი GPA არც თუ ისე მომხიბვლელად გამოიყურება, არ მოიკლა თავი ამაზე ფიქრით. ის გამოგადგება: 1)გაცვლითი პროგრამის დროს; 2)სტაჟირების დროს; 3)უცხოეთში სწავლის გასაგრძელებლად; მაგრამ ხელს არ შეგიშლის ადგილობრივ კომპანიებში დასაქმებისას , რადგან ბევრს არ აინტერესებს თქვენი GPA, მთავარია თქვენი შესაძლებლობები, რომელსაც GPA დიდად არ განსაზღვრავს.

ლექტორები. უფრთხილდი ლექტორებს. მათ მარტივად შეუძლიათ მთელი შრომა წყალში ჩაგიყარონ, წინასწარ გაიგე მათ შესახებ, თუ შეუძლებელია გააგებინო, რომ ცდება მარტივად შეეშვი, თორემ მისი დამოკიდებულებაც მარტივად შეიცვლება და ერთი საყვარელი ლექტორი შეიძლება ღამის კოშმარად გადაგექცეთ.

 დასაქმება. არც ისე რთულია იშოვო სამუშაო. კონსულტანტად შეგიძლიათ დასაქმდეთ, რადგან ყველა დამსაქმებელს ესაჭიროება სდუდენტი, რომელსაც არ აქვს ბევრი მოთხოვნა. რთულია იშოვო ისეთი სამუშაო, რომელიც სწავლაში არ შეგიშლის ხელს, ასე რომ წინასწარ კარგად დაფიქრდით.

სტიპენდია.  სტიპენდიის აღება ყველაზე მარტივი პირველ კურსზეა, ასე რომ მოინდომეთ თავიდანვე და ყველაფერს შეძლებთ.

 

კომენტარები
Latest posts by გიორგი რუსაძე (see all)

სიახლეებისთვის მოიწონეთ ჩვენი გვერდი