AIESEC ბლოგიშემეცნებითი

AIESEC-ის მოხალისეობრივი გაცვლითი პროგრამა

გაემგზავრე უფრო დიდი მიზნით
aiesec.org

Global Volunteer არის ინტერ-კულტურული გაცვლითი პროგრამა ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც უნდათ პიროვნული განვითარება და მსოფლიოს შეცვლა.

ის არის უნიკალური შესაძლებლობა ახალგაზრდისთვის, რომ განივითაროს ლიდერული უნარ-ჩვევები, გააცნობიეროს და შეაფასოს საკუთარი შესაძლებლობები, ისწავლოს როგორ ორიენტირდეს გადაწყვეტილებებსა და შედეგებზე, შთააგონოს სხვები და ჩამოყალიბდეს მსოფლიო მოქალაქედ.

Global volunteer-ის მონაწილე იღებს მოხალისეობის გამოცდილებას სოციალურ პროექტზე უცხო ქვეყანაში, რაც ემსახურება გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებაში საკუთარი წვლილის შეტანას.

პროექტის ხანგრძლივობა: 6-12 კვირა

პარტნიორი ორგანიზაციები: ადგილობრივი სკოლები, ბაღები, არასამთავრობო და არა-მოგებაზე ორიენტირებული ორგანიზაციები და სხვ.

რას მაძლევს Global Volunteer?

  • ახალი კულტურული გამოცდილება

ვერაფერი შეედრება იმას, რასაც ახალ ქვეყანაში ცხოვრებისა და სხვა კულტურების წარმომადგენლებთან ერთად მუშაობის გამოცდილება ჰქვია. წარმოიდგინე, რამდენ ახალს გაიგებდი!

  • შეცვალე მსოფლიო

შენ შეგიძლია შეცვალო მსოფლიო, თუმცა ყველაფერი იწყება პირველი ნაბიჯით. შეუწყე ხელი გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებას და ეცადე, შენი წვლილი შეიტანო გლობალური პრობლემების დაძლევაში.

  • გამოდი კომფორტის ზონიდან

თუ შენ არ ცდილობ გამოსცადო ახალი შესაძლებლობები, ვერასოდეს გაგებ შენს ნამდვილ პოტენციალს. გამოიწვიე საკუთარი თავი და აღმოაჩინე მისი საუკეთესი ვერსია!

რატომ ვაკეთებთ ამას და რატომ არის მნიშვნელოვანი Global Volunteer მსოფლისთვის?

Global Volunteer პროექტები მთელს მსოფლიოში არსებობს, რადგან აისეკი ირჩევს განსაზღვროს საკუთარი მიზანი იმის მიხედვით, თუ რა სჭირდება მსოფლიოს.  აისეკმა შექმნა ახალგაზრდული მოძრაობა, რომელიც მიზნად ისახავს 17 მდგრადი განვითარების მიზნის მიღწევას 2030 წლისთვის.

ეს ყველაფერი კამპანიის “ახალგაზრდები მსოფლიო მიზნებისთვის” (Youth 4 Global Goals) ინიციატივით ხდება, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდების გააქტიურებას მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად.

დარეგისტრირდი საიტზე: aiesec.org და მოძებნე შენთვის სასურველი პროექტები!
გაემგზავრე უფრო დიდი მიზნით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში!

კომენტარები
Tarsus escort

სიახლეებისთვის მოიწონეთ ჩვენი გვერდი