ბლოგი

გინდათ ბავშვებმა კარგად ისწავლონ? კარგად გამოკვებეთ ისინი

რის სწავლას ველით ჩვენი ბავშვებისგან, როცა ისინი ან მშივრები არიან, ან მათი კვების რაციონი, შაქრით სავსეა და საკვები ნივთიერებებისგან დაცლილი? თეთრი სახლის ყოფილი შეფ-მზარეული და სასურსათო პოლიტიკის ექსპერტი სემ კესი მსჯელობს სკოლის როლზე მოსწავლეების არა მხოლოდ გონების, არამედ სხეულის კვებაშიც.

 


☼ #თუ ვებ საიტი გჭირდება,უკვე იცი ვისთან იკითხო - ჩვენი პარტნიორია Gmonreal Studio

ტექსტი:
00:44

მაშ, რა არის სწორი კითხვები, როდესაც საქმე ჩვენი ბავშვების აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებას ეხება? ცხადია, ბევრი მნიშვნელოვანი კითხვა არსებობს, მაგრამ ვფიქრობ, შეგვიძლია შემდეგით დავიწყოთ: როგორ ფიქრობთ, რა კავშირია ბავშვების მზარდ გონებასა და მათ მზარდ სხეულს შორის? რის სწავლას ველით ჩვენი ბავშვებისგან, თუ მათი კვების რაციონი შაქრით სავსეა და საკვები ნივთიერებებისგან დაცლილი? რის სწავლას შეძლებენ, თუ მათი სხეულები პირდაპირი გაგებით შიმშილობენ? და ყველა იმ რესურით, რომელსაც სკოლებში ვდებთ, უნდა შევჩერდეთ და საკუთარ თავებს ვკითხოთ: ნამდვილად ვუწყობთ ჩვენს ბავშვებს ხელს წარმატების მიღწევაში?

04:27

მოდით, ეს ბავშვის თვალსაზრისით განვიხილოთ და დღის ყველაზე მნიშვნელოვან საკვებზე,საუზმეზე გავამახვილოთ ყურადღება, გაიცანით ელისონი. ის 12 წლისაა. ის უჩვეულოდ ჭკვიანიადა როდესაც გაიზრდება, უნდა რომ ფიზიკოსი გახდეს. ელისონის სკოლას, საკვები ნივთიერებებით მდიდარი საუზმე რომ ჰქონდეს, ყველა მოსწავლისთვის, ამას შემდეგი რამეები მოყვება. შანსი, რომ მან მიიღოს საკვები ნივთიერებებით მდიდარი საჭმელი: მეტი ხილითა და რძით და ნაკლები შაქრითა და მარილით, მკვეთრად გაიზრდება. ელისონი ნაკლებად იქნება სიმსუქნისკენ მიდრეკილი. ნაკლებად იავადმყოფებს, ნაკლებად ექნება მღელვარება და დეპრესიაექნება უკეთესი ქცევა, უკეთესი დასწრება და უფრო ხშირად გამოცხადდება დროულად. რატომ?იმიტომ რომ კარგი საჭმელი ელოდება სკოლაში. ჯამში ელისონს უკეთესი ჯანმრთელობა ექნება,ვიდრე საშუალო სტატისტიკურ მოსწავლეს.

07:19

ჩვენ უნდა შევძლოთ ამ პრობლემის გადაჭრა. ასე არაა? გვაქვს ამის პასუხები. თეთრ სახლში ჩემი სამუშაოს ფარგლებში ჩვენ შევიმუშავეთ პროგრამა, რომ ყველა სკოლაში, რომელსაც 40%-ზე მეტიდაბალ შემოსავლიანი ოჯახის ბავშვები ჰყავდათ, ყველა მოსწავლეს საუზმითა და ლანჩით ვემსახურებოდით უფასოდ. ეს პროგრამა წარმოუდგენლად წარმატებული იყო, რადგან ბავშვების საკვები ნივთიერებებით გაჯერებული საუზმით უზრუნველყოფისას, ის ძალიან რთული ბარიერის დაძლევაში დაგვეხმარა. ეს იყო სტიგმის ბარიერის დაძლევა. სკოლები ბავშვებს საუზმით, სწავლის დაწყებამდე ემსახურებოდნენ. ეს მხოლოდ ღარიბი ბავშვებისთვის ხდებოდა.ამიტომ ყველამ იცოდა ვის უჭირდა და ვის სჭირდებოდა მთავრობის დახმარება. ყველა ბავშვი, მნიშვნელობა არ აქვს მისი მშობლები რამდენად შეძლებულები არიან, საკმაოდ ამაყია.

08:52

შეგიძლიათ არ მენდოთ, მაგრამ დონა მარტინს უნდა ესაუბროთ. მიყვარს დონა მარტინი. დონა მარტინი ბურკეს სკოლის კვების დირექტორია ვეინესბოროში, ჯორჯიის შტატში. ბურკე ერთ-ერთ უღარიბესი რეგიონია, სიღარიბით ბოლოდან მეხუთე შტატში ქვეყანაში და დონას სტუდენტების თითქმის 100% სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს. რამდენიმე წლის წინ, დონამ გადაწყვიტა ახალი დასანერგი სტანდარტები გაეუმჯობესებინა და კვების სტანდარტების ძირეული ცვლილება მოეხდინა. მან გააუმჯობესა კვება, დაამატა ხილ-ბოსტნეული და მარცვლეული. უზრუნველყო საუზმე ყველა მისი მოსწავლისათვის კლასშივე და დანერგა სადილის პროგრამა. რატომ? სახლში დაბრუნებული მისი მოსწავლეების უმეტესობას სადილი არ ჰქონდა,

09:43

მაშ, რა მოჰყვა ამას? ბავშვებს მოეწონათ საკვები. მათ მოეწონათ უკეთესი კვება და ის, რომ მშივრები აღარ იყვნენ. დონას მოულოდნელი მხარდამჭერი გამოუჩნდა. მისი სახელი ერიკ პარკერია. ის საფეხბურთო გუნდის, ბურკის რეგიონის “დათვების” მთავარი მწვრთნელი იყო.მწვრთნელი პარკერი წლების განმავლობაში საშუალო გუნდებს წვრთნიდა. “დათვები” თითქმის სულ ცხრილის შუაში ამთავრებდნენ. ეს დიდი იმედგაცრუება იყო, ფეხბურთით ერთ-ერთი ყველაზე გატაცებული შტატისთვის. მაგრამ იმ წელს, როდესაც დონამ მენიუ შეცვალა, “დათვებმა” არა მხოლოდ მათი დივიზიონი მოიგეს, არამედ ფიჩის რეგიონის “ტროიანელების” დამარცხებით,ანგარიშით 28-14, შტატის ჩემპიონებიც გახდნენ

10:41

როცა ბავშვებს საბაზისო კვებით უზრუნველვყოფთ, ისინი წარმატებას აღწევენ. ეს არა მხოლოდ შერილ ბარბარების და დონა მარტინების საზრუნავია, არამედ ჩვენი ყველასი. ჩვენი ბავშვების საბაზისო კვება, მხოლოდ დასაწყისია. ის რაც აღვწერეთ, სინამდვილეში ბევრი ყველაზე პრობლემური საკითხის გადაწყვეტის მოდელია. თუ სათანადოდ გამოკვების მარტივ მიზანს დავისახავთ, მსოფლიო უფრო სტაბილური და დაცული გახდება; ეკონომიკურ პროდუქტიულობას მკვეთრად გავაუმჯობესებთ; გარდავქმნით ჯანდაცვის სისტემას; და შევძლებთ უზრუნველვყოთ,რომ დედამიწაზე არსებული რესუსრსი მომავალ თაობებს ეყოთ. საკვები არის საკითხი, რომელშიც კოლექტიური მცდელობები უდიდეს გავლენას მოახდენს.

კომენტარები
ტარიელ ლომაია

სიახლეებისთვის მოიწონეთ ჩვენი გვერდი