fbpx
ინგლისური ენის განვითარებაშემეცნებითი

10 გზა განავითარო შენი ინგლისური

ინგლისური ყველაზე გავრცელებული ენაა მსოფლიოში.

სადაც არ უნდა ჩახვიდე,  დიდი ალბათობით მოახერხებ ადგილობრივებთან გამოლაპარაკებას ინგლისურის საშუალებით.

ამ სტატიაში წარმოგიდგნთ რამდენიმე რჩევას რომ გააუმჯობესოთ თქვენი ინგლისურის დონე

1) შეეცადე აღმოჩნდე  შესაბამის გარემოცვაში

შეეცადე რომ მოხვდე ისეთ გარემოში, სადაც ინგლისურად საუბრობენ, ამით შეძლებ მართალია პასიურად , მაგრამ მაინც ისწავლო ენა მხოლოდ მოსმენის. შეეცადე ისაუბრო ინგლისურად მეგობრების წრეში, გაწევრიანდე სასწავლებლის ინგლისურენოვან გაერთიანებებში/კლუბებში. სადაც მთელი რიგი აქტივობები ხორციელდება ინგლისურად.  და რაც მთავარია — ნუ შეგრცხვება ნურაფრის და ნურავის! უბრალოდ ისაუბრე ინგლისურად!

2) ისწავლე თითო ახალი სიტყვა ყოველ დღე

ნუ ისწავლი ათ ან თორმეტ სიტყვას დღეში – ისწავლე მხოლოდ ერთი. ეს მარათონია.  როცა სიტყვას ისწავლით, შეეცადეთ გამოიყენოთ მთელი დღის მანძილზე საუბრებში მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან, მიუხედავად იმისა რაოდენ სასაცილოდაც არ უნდა ჟღერდეს.

საიტები რომელი შეგიძლიათ რომ გამოყენოთ.

3) იკითხე, იკითხე და წაიკითხე რაც შეიძლება მეტი

ამას ვერ გავექცევით, თუ გინდა რომ განავითარო ინგლისური, კითხვა არის გასაღები. თავიდან დაიწყე გაზეთებით, ან რომელიმე ონლაინ საიტის სტატიებით, შეარჩიე ის თემატიკა რომელიც გაინტერესებს, სპორტი, კულინარია, ტექნოლოგიური სიახლეები.. ეცადე სამეცნიერო ნოველებიც იკითხო, წერის სხვადასხვა სტილის შესაცნობად. მაგალითად საიტი Project Gutenberg.  გვთავაზობს ელ. წიგნების  დიდ არჩევანს უფასოდ.

4) გაავარჯიშე ინგლისური მეგობართან ერთად

მეგობართან ერთად სწავლა და თან გართობა  ამარტივებს საქმეს,  ესაუბრეთ ინგლისურად ერთმანეთს, ნუ შეშინდებით და  გაუსწორეთ შეცდომები. ამ ყველაფრისთვის უფრო მეტი ინტერესის მისაცემად შესაძლოა დააწესოთ  უხერხული სასჯელი იმისთვის ვინც დაარღვევს შემუშავებულ გეგმას, თუნდაც 1 სიტყვის სწავლას დღეში!

5) მოუსმინე ინგლისურენოვან რადიო მაუწყებლობებს

 პოპულარული ინგლისურენოვანი რადიო მაუწყებლობების მოსმენით შეძლებ გაავარჯიშო შენი სმენითი უნარები. და ისწავლო თუ როგორ არის ინგლისურენოვანი წინადადები აწყობილი. ამასთან ერთად შენ შეძლებ კარგადაც გაერთო. მაგ:   BBC World Service

6) წამოიწყე ბლოგების წერა ინგლისურად

გიყვარს მუსიკა/მოდა..? დაწერე ბლოგი მუსიკაზე/მოდაზე! თუ იცი ცოტა რამ ახალ ტექნოლოგიებზე დაწერე მათზე. საკუთარი ფიქრების, იდეებისა და შეხედულებების დაწერა არამარტო გააუმჯობესებს შენს ინგლისურს, არამედ დაგეხმარება ჩამოაყალიბო და დაალაგო საკუთარი შეხედულებები ამ საკითხებზე. იმისდამიუხედავად ეს არის ყოველდღიური რუტინა თუ შემთხვევით არჩეული თემა, მუდმივად წერე ბლოგი იმაზე რაც გაინტერესებს.

7) ისწავლე ინგლისური სიმღერის ტექსტის საშუალებით

აიღე შენი საყვარელი სიმღება მოძებნე მისი ტექსტი და წაიმღერე! სიმღერები არის შესანიშნავი საშულება ისწავლო ახალი ენა, იმიტომ რომ ისინი მოიცავენ საჭირო სიტყვების მარაგს და ბევრ ყოველდღიურ სიტყვასა თუ ფრაზას. ამ გზით შენ თავიდან აიცილებ ისწავლო ის სიტყვები, რომელსაც აღარავინ იყენებს. ამასთან, ფრაზები რომელიც ვისწავლეთ სიმღეირს ტექსტის გარჩევით,  უფრო უკეთ გვამახსოვრდება შემდგომში.

მაგ:  LyricsTraining არის საიტის სადაც შენ აარჩევ სასურველ სიმღერას და სანამ სიმღერა უკრავს გიწევს შეავსო გამოტოვებული სიტყვები. საკმაოდ მხიარული საშუალებაა გაავარჯიშო სმენითი უნარები.

8) ჩაიწერე საკუთარი ხმა

ჩაიწერე საკუთარი ხმა, როდესაც კითხულობ რაიმე სტატიას ინგლისურად და შემდეგ მოუსმინე მას, რომ გაიგო თუ როგორ წარმოთქვამს სიტყვებს და გაარკვიო ძლიარი და სუსტი მხარეები

9) უყურე ფილმებსა და  სერიალებს

ფილმები, სერიალები და youtube-ის ვიდეობიც კი არის საკმაოდ კარგი საშუალება ენის გასავითარებლად და გასართობადაც პარალელურად. ფილმები და ვიდეოები როგორც წესი მიმართულია ადგილობრივი მოსაუბრეებისკენ, ამიტომ ისევე მოისმენ ინგლისურს ენას როგორც რეალურ ცხოვრებაში — სწრაფი საუბრებით, ყოველდღიური ფრაზებით ისევე როგორც სლენგებით.  უყურე იმას რაც გაიტერესებს, მძაფრსიუჟეტიანი კინოფილმებიდან დაწყებული რეალითი შოუებით დამთავრებული.

10)  შეეცადე შემოიკრიბო მეგობრები რომელთაც ისევე აინტერესებთ ინგლისურის სწავლა როგორც შენ.. მოაწყვეთ შეხვედრები..განიხილეთ საინტერესო თემები..ეს ყველასთვის სასარგებლო იქნება.

ეს რჩევები ასევე გამოგადგებათ ნებისმიერი სხვა ენის სწავლისთვისაც.

გისურებთ წარმატებებს!

წყარო:eduadvisor.my

 

  • ბოლო პოსტები
ავტორის შესახებ
ტარიელი არის #თსუჰოლიკი-ს დამაარსებელი, მისი მიზანია სტუდენტური ცხოვრების გამარტივება და გაუმჯობესება
×
Facebook Profile photo
ტარიელი არის #თსუჰოლიკი-ს დამაარსებელი, მისი მიზანია სტუდენტური ცხოვრების გამარტივება და გაუმჯობესება
კომენტარები

About Author

ტარიელი არის #თსუჰოლიკი-ს დამაარსებელი, მისი მიზანია სტუდენტური ცხოვრების გამარტივება და გაუმჯობესება