გზამკვლევი

სახელმწიფო სტიპენდია თსუ-ში!

არაერთი წელია, რაც უმაღლეს სახელმწიფო სასწავლებლებში წარჩინებული სტუდენტები სახელწიფო სტიპენდიას იღებენ, რომელიც სემესტრულად 750 ლარის ოდენობით განისაზღვრება. 2014 წლამდე სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილ სტუდენტთა დაფინანსებას ე.წ პრეზიდენტის სტიპენდია ერქვა,ახლა კი ის ამ სახელწოდებით – „სახელმწიფო სტიპენდია სტუდენტებს“ ჩანაცვლდა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სახელმწიფო სტიპენდიის გაცემა ბაკალავრიატის ან/და დიპლომატიური მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტებზე წინა სემესტრების შედეგების გათვალისწინებით ხდება.

კონკურსის პირობები 

სტიპენდიის დაფინანსებისთვის შესარჩევ კანდიდატთა საკონკურსო ქულის მაქსიმუმი 100 ქულით განისაზღვრება. მათ შორის:


☼ #თუ ვებ საიტი გჭირდება,უკვე იცი ვისთან იკითხო - ჩვენი პარტნიორია Gmonreal Studio

  •  80 ქულა მაღალ აკადემიურ მოსწრებაში, რომელიც სტუდენტების მიერ მიღებული ქულების (30 კრედიტის შესაბამისი საგნების საბოლოო ქულების)  საშუალო არითმეტიკულის 80%-ით გამოიანგარიშება.
  • 10 ქულა სამეცნიერო ნაშრომებში 
  •  10 ქულა საუნივესტიტეტო კონფერენციებში აქტიური მონაწილეობისთვის.

    სტუდენტებს ენიჭებათ სასტიპენდიო ქულები, რის შემდეგაც იქმნება რეიტინგულია სია და  ამ სიიდან ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე სტუდენტების წინასწარ განსაზღვრულ რაოდენობას ენიჭება სახელმწიფო სტიპენდია.
სარეიტინგო სიიდან გამომდინარე, არ არსებობს კონკრეტული მინიმალური ქულა, რომელიც საკმარისი იქნება სტიპენდიის მისაპოვებლად; ყველაფერი კონკურენციის ხარისხზეა დამოკიდებული.
   სტიპენდიით დაფინანსებისთვის შესარჩევ კანდიდატთა შეფასებას თსუ-ში უშუალოდ შესაბამისი ფაკულტეტი ახორციელებს, ხოლო სტუდენტთა ერთიანი სია რექტორის სამართლებრივი აქტით მტკიცდება.

ინფორმაცია და ვადები

   სახელმწიფო სტიპენდიის მოსაპოვებელი კონკურსის შესახებ ინფორმაცია  ვრცელდება თსუ-ის ოფიციალურ საიტზე Tsu.ge და ვებ გვერდძე თქვენი ფაკულტეტის შესაბამის განყოფილებებში განთავსდება ინფორმაცია.
   ვადები, როგორც წესი, ყოველ წელს ერთი და მავე არ არის, თუმცა მერვე კვირის შემდეგ ცხადდება ხოლმე კონკურსი და საბოლოო შედეგები მე-15 კვირამდე ვრცელდება. (შესაძლებელია შეიცვალოს ვადები)
   საბოლოო შედეგები – სტიპენდიანტთა სია ქვეყნდება excel-ის ფაილის სახით თსუ-ის საიტზე და ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.

გაითვალისწინეთ, რომ კონფერენციებში მონაწილეობით და სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნებით ბევრად უფრო აიმაღლებთ საკონკურსო ქულას და შესაბამისად გაზრდით სტიპენდიის მიღების შანსს.

ნებისმიერი შეკითხვის არსებობის შემთხვევაში დააკომენტარეთ ბლოგზე ან დაგიკავშირდით FB გვერდზე.
წარმატებას გისურვებთ!

კომენტარები

სიახლეებისთვის მოიწონეთ ჩვენი გვერდი