fbpx
გზამკვლევი

ყველაფერი GPA-ს შესახებ

რა არის GPA?

GPA – Grade Point Average არის სტუდენტების საერთო შეფასებისათვის ფართოდ გამოყენებული უნივერსალური საზომი, რომელსაც თითქმის ყველა უნივერსიტეტი იყენებს.


☼ #თუ ვებ საიტი გჭირდება,უკვე იცი ვისთან იკითხო - ჩვენი პარტნიორია Gmonreal Studio

როგორ გამოითვლება GPA?

თსუ–ს კურსდამთავრებულთა დიპლომის საშუალო ნიშნის დასაანგარიშებლად თავდაპირველად ხდება სტუდენტის მიერ მიღებული შეფასებების შესაბამისობის დადგენა GPA–სთან ქვემოთ წარმოდგენილი პრინციპით:  

შეფასების 100 ქულიანი სისტემის შემთხვევაში: 

შეფასება ქულობრივი მაჩვენებელი GPA
A 91-100 4.0
B 81-90 3.0
C 71-80 2.0
D 61-70 1.0
E 51-60 0,5
F-FX 0-50 0
  • თსუ–ს კურსდამთავრებულის დიპლომის საშუალო ნიშნის (GPA) დაანგარიშების დროს გათვალისწინებულ უნდა იქნას სტუდენტის მიერ უნივერსიტეტში სწავლების შესაბამის საფეხურზე მიღებული ყველა შეფასება.

თსუ–ს კურსდამთავრებულის დიპლომის საშუალო ნიშნის (GPA) დაანგარიშება ხდება დიპლომის დანართში მოცემული ინფორმაციის საფუძველზე შემდეგი წესის მიხედვით:

  • სტუდენტის მიერ თითოეულ სასწავლო კურსში მიღებული შეფასების საშუალო ქულა (GPA) მრავლდება ამ კურსის კრედიტების რაოდენობაზე;
  • ამგვარად მიღებულ ნამრავლთა ჯამი იყოფა ყველა სასწავლო კურსის კრედიტების საერთო რაოდენობაზე;
  • მიღებული სიდიდე წარმოადგენს დიპლომის  საშუალო  ქულას (GPA).

როდის და რაში გამოიყენება GPA?

  • აღსანიშნავია, რომ GPA უნდა მიეთითოს დიპლომის დანართში, რაც გათვალისწინებულია თსუ-ის რექტორის ბრძანებით.
  • როდესაც სხვადასხვა კომპანიები თსუ-სთან თანამშრომლობენ კადრების მოძიებისთვის ან სტაჟიორების შესარჩევად, როგორც წესი, დიდ ყურადღებას ანიჭებენ GPA-ს.
  • გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის მიმღების მსურველებიც ვალდებულნი არიან ნიშნების ფურცელი მითითებული GPA-თი წარუდგინონ შესარჩევ კომისიას.

ნებისმიერი შეკითხვის არსებობის შემთხვევაში დააკომენტარეთ ბლოგზე ან დაგვიკავშირდით FB გვერდზე.
წარმატებას გისურვებთ!