თსუ-ის ინგლისური ენის კლუბის გახსნა!

19 მაისს 18:00 სთ-ზე თსუ-ის II კორპუსის #135 აუდიტორიაში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი სტუდენტური გაერთიანება „თსუჰოლიკის“ ორგანიზებით  საფუძველი ჩავუყარეთ პროექტს „ინგლისური ენის  კლუბი თსუ-ში“

კლუბში მონაწილეობა შეუძლია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყველა ფაკულტეტის სტუდენტს.

პროექტის განხორციელება განაპირობა შემდეგმა პრობლემებმა: 🔻

✔ ინლისური ენის დაბალი დონე;

✔ ინგლისური ენის პრაქტიკაში გამოყენების ნაკლებობა;

✔ საჯარო გამოსვლების გამოცდილების ნაკლებობა;

✔ გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის გამოცდილების ნაკლებობა;

✔ სტუდენტური ცხოვრების ერთფეროვნება;

✔ პრაქტიკული სამუშაოების ერთფეროვნება.

ჩვენი პროექტის მიზნებია: 🔻

✔ ინგლისური ენის დონის ამაღლება;

✔ ინგლისური ენის პრაქტიკაში გამოყენების გაზრდა;

✔ საჯარო გამოსვლების გამოცდილების მიღება;

✔ გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის გამოცდილების მიღება;

✔ სტუდენტური ცხოვრების მრავალფეროვნების გაზრდა;

✔ პრაქტიკული სამუშაოების მრავალფეროვნების გაზრდა.

ჩვენი უმთავრესი მიზანია და სურვილი, რომ სტუდენტებისთვის შევქმნათ სასიამოვნო გარემო, სადაც მიეცემათ მიღებული ცოდნისა და გამოცდილების დემონსტრაციის საშუალება, გაიცნონ ახალი ადამიანები და ჰქონდეთ ჯანსაღი კომუნიკაცია.

თსუ-ის ინგლისური კლუბი იმოქმედებს შემდეგი სახით: 🔻

☑ შეხვედრები გაიმართება ყოველ ორ კვირაში ერთხელ (შაბათ დღეს 18:00 სთ-ზე);
☑ თითოეული შეხვედრა იქნება საათნახევრიდან ორ საათამდე, ხანგრძლივობა დამოკიდებული იქნება აქტივობაზე;
☑ აქტივობებში სრული ჩართულობა.

კლუბში გასაწევრიანებლად:

დაემატეთ ჩვენს მიერ შექმნილ ჯგუფში

https://www.facebook.com/groups/2110478139198440/

და შეხვედრის დროსა და თარიღის პირდაპირ გასაგებად შეავსეთ ანკეტა

https://goo.gl/forms/QnSpuMHBE5wUKRvX2

 

თსუ-ის სტუდენტური გაერთიანება „თსუჰოლიკი“ გისურვებთ წარმატებებს!