გადაადგილება სტუდენტური ბარათით

საქართველოს ბანკმა სპეციალურად სტუდენტებისთვის შექმნა უნივერსალური ბარათი – Student Card, რომელიც მრავალი ფუნქციით გამოირჩევა. Student Card-ი ერთდროულად საბანკო, სამგზავრო და დაგროვების ბარათია, რომელიც ყველა სტუდენტს უფასოდ გადმოგეცემათ;  (განმეორებით აღების შემთხვევაში 3 ლარი).  მის ასაღებად საჭიროა მიბრძანდეთ საქართველოს ბანკში და თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან უბრალოდ იცოდეთ პირადი ნომერი.

ბარათის გამოყენებისას კი უპირატესობებით სარგებლობის უნიკალური შესაძლებლობა გეძლევათ.  მისი საშუალებით გადაიხდით ყველგან ექსპრეს ბარათის მსგავსად − უბნის მაღაზიაში, სუპერმარკეტში, სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში მხოლოდ ერთი შეხებით, გამოიტანთ ბანკომატით თანხას, ისარგებლებთ ინტერნეტ-გადახდებით, შეავსებთ მობილურის ბალანსს და რაც მთავარია, ისარგებლებთ შეღავათიანი სტუდენტური ტარიფით ქალაქის მუნიციპალურ ტრანსპორტში. ბარათზე თანხის არქონის შემთხვევაში თქვენ მაინც შეძლებთ მის ტრანსპორტში გატარებას, რადგან შესაძლოა ბარათის ანგარიშის მინუსში გადასვლა.

სტუდენტებისთვის მეტროსა და ავტობუსებში მგზავრობის საფასური 20 თეთრია. ბარათის ერთხელ გამოყენების შემდეგ საათნახევარი უფასოდ იმგზავრებთ მეტროთი და ავტობუსით.

სტუდენტური ბარათით გადახდის შემთხვევაში თქვენთვის შექმნილია ფასდაკლებები, რომელთა ნახვაც შეგიძლიათ საიტზე: http://bankofgeorgia.ge/express/ge/Student-Break

სწავლის დაწყებასთან ერთად, ალბათ ყველას გაინტერესებსთ, თუ სად მდებარეობს თქვენი კორპუსი. ჩემი  პირადი რჩევაა 18 სექტემბრამდე ერთხელ წინასწარ წახვიდეთ და გაიაროთ ის გზა, რომლის გავლაც კიდევ 4 წელი მოგიწევთ. სტუდენტების უმრავლესობა მეტროთი და ავტობუსით მგზავრობას ამჯობინებს, რადგან ეს ტრანსპორტი შედარებით სწრაფია.

ამ ლინკზე კი შეძლებთ ნახოთ თსუ-ის რომელი კორპუსი სად მდებარეობს: https://www.tsu.ge/ge/contact/map/
დახმარებისთვის მინდა ასევე შემოგთავაზოთ საიტი, რომლითაც შეძლებთ თქვენი მგზავრობის დაგეგმვას: http://transit.ttc.com.ge/#/ და ავტობუსების გრაფიკების ნახვას: http://transit.ttc.com.ge/?page=schedule